• Ƀ/$

ICAO-ს რეიტინგში საქართველო რეგიონში პირველ ადგილზეა

29 აგვისტო 10:30, 2018 წელი | ეკონომიკა

ICAO-ს აუდიტის ოფიციალური დასკვნის მიხედვით, საერთაშორისო საავიაციო სტანდარტების დანერგვის და ზედამხედველობის თვალსაზრისით საქართველო რეგიონში პირველ ადგილზეა.

დასკვნის შესახებ და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს სამომავლო გეგმების გაცნობის მიზნით  სასტუმრო „Radisson Blu Iveria"-ში მიღება გაიმართება, სადაც  2018 წლის 13-20 მარტს საქართველოში ჩატარებული აუდიტის საბოლოო შედეგებზე, ქვეყნის მიმდინარე რეიტინგზე და ფრენების უსაფრთხოების შემდგომი გაუმჯობესების თვალსაზრისით მიმდინარე და დაგეგმილ სამუშაოებზე იმსჯელებენ.


ღონისძიებას საქართველოში მოქმედი ქართული და უცხოური ავიაკომპანიები, აეროპორტების ოპერატორები და სხვა ავიასაწარმოები, აგრეთვე, სხვადასხვა სამინისტროებისა და სახელმწიფო უწყებების პირველი პირები დაესწრებიან.


მგზავრთნაკადი საქართველოს აეროპორტებში რეგულარულად იზრდება. მიდინარე წლის 7 თვეში ზრდის ტემპმა 28%-ს მიაღწია. გაზრდილია საჰაერო სივრცის საერთო დატვირთვაც.


 


მსგავს თემაზე:


საჰაერო სივრცეში მგზავრთნაკადმა წლიურად 4.1 მლრდ-ს მიაღწია


7 თვეში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადმა 2.7 მილიონს გადააჭარბა


სხვა სიახლეები