• Ƀ/$

რეგიონებში ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე 80 მილიონი ლარი დაიხარჯება

29 აგვისტო 13:04, 2018 წელი | ეკონომიკა

საკურორტო ზონებში ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად დამატებითი სახსრები გამოიყოფა. განცხადება ამის შესახება მთავრობის 29 აგვისტოს სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გააკეთა. 

პროექტის თანახმად გათვალისწინებულია კობი-გუდაურის სასრიალო ტრასებისა და ზამთრის სეზონისთვის ზვავსაწინააღმდეგო დროებითი სისტემის მოწყობა; რეაბილიტაცია ჩაუტარდება დაბა ურეკის ძველ ბულვარს, ხოლო ახალი ბულვარის მოწყობისთვის დაიწყება სამშენებლო სამუშაოები; რეაბილიტირდება დაბა ბაკურიანში ცენტრალური, წრიული საფეხმავლო ბილიკი.


„ბაკურიანი უნდა ჩამოყალიბდეს აუცილებლად 4-სეზონიან კურორტად და აქედან გამომდინარე, აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტები, ისევე როგორც დიდველის მიმდებარე ავტოსადგომის გაფართოება უნდა დასრულეს რაც შეიძლება მოკლე ვადებში. ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდება დიდი მიტარბის საბაგირომდე მისასვლელ საავტომობილო გზას. მოხდება ქობულეთის ნაპირდაცვისა და სანაპირო ზოლის მოწყობის სამუშაოების ინტენსიფიკაცია. ამ პროექტების ჯამური ღირებულება დაახლოებით 20 მილიონი ლარია“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე.


მამუკა ბახტაძემ რაჭაში სტუმრობა გაიხსენა და აღნიშნა, რომ რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტები კარგი ტემპით და ვადებში ხორციელდება, თუმცა, აუცილებელია, ცენტრალურთან ერთად, ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მშენებლობა კიდევ უფრო სწრაფად და მასშტაბურად წარიმართოს.


„შესაბამისად, დღევანდელ მთავრობაზე განვიხილავთ საკითხს, რომლის მიხედვითაც რეაბილიტაცია ჩაუტარდება 12 მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მნიშვნელობის გზებს, რომლის ბიუჯეტი დაახლოებით 80 მილიონი ლარია“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.


 


მსგავს თემაზე:


პრემიერი კურორტების ინფრასტრუქტურული მზადყოფნით უკმაყოფილოა


აჭარაში 200-მდე ტურისტულ ობიექტში მომსახურების ხარისხი გადამოწმდება


სხვა სიახლეები