• Ƀ/$

დუბაიში ყოველ მეოთხე შენობას 3D პრინტერზე დაბეჭდავენ

9 სექტემბერი 12:00, 2018 წელი | ტექნოლოგიები

თანამედროვე ტექნოლოგიებიდან 3D ბეჭვდა ერთ-ერთი ყველაზე მზარდი დარგია. დუბაიში ფიქრობენ, რომ 2025 წლისთვის, ახალი შენობები 25% ამ ტექნოლოგიით იქნება აგებული.

3D პრინტერით დღეს უკვე შესაძლებელია სხვადასხვა ნივთის, მათ შორის ადამიანის სხეულის იმპლანტანტების, იარაღისა და თვითმფრინავის ძრავების დამზადებაც, პრობლემა მასშტაბების სიმცირეა. მართალია დარგი ფართოვდება, მაგრამ ჯერ რაიმე მნიშვნელოვანი წილი ბაზარზე არ უკავია, რაც შესაძლოა უახლოეს მომავალში შეიცვალოს.


დუბაიში 3D პრინტერით პირველი შენობა 2016 წელს დაბეჭდეს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა შეიხ მუჰამედ რაშიდ ალ მაჰოუმმა გეგმა სწორედ მაშინ დასახა. აღნიშნული გეგმის თანახმად სამუშაო ძალის საჭიროება 70%-ით მცირდება, ხარჯები - 90%-ით. თუმცა დამოუკიდებელი ექსპერტების მოსაზრებით ხარჯები მხოლოდ 50%-ით მცირდება.


საემიროებში უსახლკაროების პრობლემა არ დგას, თუმცა იმ ქვეყნებში სადაც პრობლემა მწვავეა მთავრობებს მისი მოგვარება გაუმარტივდებათ. გაეროს კვლევებით 2030 წლისთვის, იმ ქალაქების რაოდენობა, სადაც მოსახლეობა 10 მილიონს აღემატება 41-მდე გაიზრდება, რაც უძრავ ქონებაზე მოთხოვნას გაზრდის. 3D პრინტერს შანში აქვს პროცესებში საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს.


3D პრინტერი, რომ მუშაობს ეს უკვე არაერთხელ დამტკიცდა, დაბეჭდილი საგნების კონსსტრუქციის სირთულე და ფუნქციონირება სისტემატურად იზრდება, მაგრამ შეზღუდვა რჩება ზომებში. დუბაიში 2 წლის წინ დაბეჭდილი საოფისე შენობის ფართი სულ რაღაც 250 კვადრატული მეტრია, „ბურჯ ხალიფასი“ – 1 მილიონი. დასადგენია ცათამბჯენებს მთლიანად დაბეჭდავს პრინტერი თუ მხოლოდ მის ცალკეულ ნაწილებს, რომლებსაც შემდგომ ააწყობენ. 


3D ტექნოლოგიით სხვა ქალაქებიც ინტერესდებიან, მაგრამ დუბაის პირველობას ვერავინ ართმევს.


 


მსგავს თემაზე:


3D პრინტერით სახლის აგების დრო 8 საათამდე მცირდება


3D პრინტერზე ამობეჭდილი ძრავები General Electric-ისთვის


IV ინდუსტრიული რევოლუცია - ისტორიული შანსი საქართველოსთვის


მსგავს თემაზე:

2050 წელს ქალაქებში დღევანდელზე 3 მილიარდით მეტი ადამიანი იცხოვრებს


დუბაიში მცურავ ბაზარს აშენებენ



სხვა სიახლეები