• Ƀ/$

ბრიტანეთში ყველაზე მძლავრი of shore ქარის ელექტროსადგური ამოქმედდა

7 სექტემბერი 16:32, 2018 წელი | ტექნოლოგიები

ირლანდიის ზღვაში მსოფლიოში ყველაზე დიდი of shore ქარის ელექტროსადგური ამოქმედდა. მისი სიმძლავრე 659 მეგავატია და 590 000 ოჯახის მომარაგება შეუძლია.

145 კვადრატულ კილომეტრის ფართობზე სულ 87 ტურბინაა განთავსებული, თითოეულის სიმაღლე 180 მეტრს აღემატება. ტურბინების ზღვაში/ოკეანეში განთავსებას ორი პლუსი აქვს: 1) ზღვაზე ქარი თითქმის ყოველთვისაა, 2) იზოგება ხმელეთის ფართობი.


ქარის ენერგიის საერთაშორისო საბჭოს ცნობით 2017 წელს ბრიტანეთში ქარის ენერგიის დადგმული სიმძლავრე 6800 მეგავატით გაიზარდა, რაც გერმანიის მაჩვენებლს 1300 მეგავატით აღემატება. თუმცა საერთო სიმძლავრით ბრიტანეთი გერმანიას თითქმის 3-ჯერ ჩამორჩება.


ქარის ენერგია ეკოლოგიურ ენერგიის წყაროდაა მიჩნეული. 2017 წელს მისმა დადგმულმა სიმძლავრემ 500 გიგავატს გადააჭარბა, სადიანაც, ყველაზე დიდი წილი 189 გიგავატი ჩინეთს უკავია, მეორეზე 89 გიგავატით შეერთებული შტატებია. ჩინეთშია ასევე ყველაზე მძლავრი 6800 მეგავატიანი განსუს ქარის ელექტროსადგური, მაგრამ ის ხმელეთზეა განთავსებული. ბრიტანული სადგური კი საზაო სადგურებიდან იქნება ყველაზე დიდი.


 


მსგავს თემაზე:


საქართველოში ქარის ახალი ელექტროსადგური აშენდება


განახლებადი ენერგიის წარმოებაში ჩინეთი, აშშ და ინდოეთი წინაურდებიან


განახლებადი ენერგიის წილის ზრდის შედეგად, ბრიტანეთში ნახშირის გამოყენება შეჩერდა


პარიზის შეთანხმების დატოვების მიუხედავად აშშ-ში განახლებადი ენეგიის წილი გაიზარდა


სხვა სიახლეები