• Ƀ/$

რთველის დაწყებიდან 11 სექტემბრამდე 70 მილიონი ლარის ყურძენი გადამუშავდა

11 სექტემბერი 11:50, 2018 წელი | ეკონომიკა

კახეთში, 11 სექტემბრის მდგომარეობით 42 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული, აქედან 27 ათასამდე ტონა საფერავი, 9 ათასამდე ტონა რქაწითელი, 900 ტონამდე კახური მწვანე, დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

2017 წლის 11 სექტემბრის მონაცემებით, გადამუშავებული იყო 22.5 ათასი ტონა ყურძენი.


რთველის დაწყებიდან დღემდე ყურძენი ღვინის საწარმოებს 4200-მა მევენახემ ჩააბარა, რომელთა შემოსავალმა 70 მლნ ლარს გადააჭარბა. 


ყველაზე დიდი რაოდენობით ყურძენი 11.5 ათასი ტონა გურჯაანში გადამუშავდა, შემდეგ მოდის ყვარელი- 11 ათასი ტ. თელავი - 8 ათასი ტ. სიღნაღი - 4.7 ათასი ტ. დედოფლისწყარო - 3.2 ათასი ტ. ახმეტა - 2 ათასი და ლაგოდეხი 800 ტონამდე.


დღეღამურად, საშუალოდ, 5 ათასამდე ტონა ყურძენი მუშავდება.


10 სექტემბერს, რთველის პროცესში კახეთის მასშტაბით ჩართული იყო 60-ზე მეტი ღვინის კომპანია.


რთველი 2018-ის საკოორდინაციო შტაბში ამ დროისთვის 180-მდე კომპანიაა დარეგისტრირებული. ყურძენი უკვე გადაამუშავა 102-მა ღვინის კომპანიამ.


 


მსგავს თემაზე:


იაპონიის ორ ქალაქში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა


ქართული ღვინო საექსპორტო ფასით მსოფლიოში მე-5 ადგილს იკავებს


სხვა სიახლეები