ამის შესახებ The Independent წერს.
გამოცემის ინფორმაციით, აქტივისტები დარწმუნებული არიან, რომ ახალი კანონის გამო, რომელიც ტექნოლოგიურ პლატფორმებს ავალდებულებს, მთელი კონტენტი გაფილტროს საავტორო უფლებების დარღვევის გამოვლენის მიზნით, ქსელებიდან უამრავი ინფორმაცია, მათ შორის პაროდიები გაქრება.
ამას იმით ხსნიან, რომ სქრინშოტებით და რეალური ფილმებიდან, ან ფოტობანკებიდან ამოჭრილი კადრებით გაკეთებულ პაროდიებს ალგორითმები საავტორო უფლებების რეალურ დარღვევებში აურევენ.
ევროპარლამენტის გერმანელი დეპუტატის იულია რედას თქმით, რომელიც ახალი კანონის მიღების წინააღმდეგი იყო, კანონის შედეგები ინტერნეტისთვის კატასტროუფლი იქნება.
Facebook-სა და Google-ს მომხმარებლებისთვის მოგების გაყოფა მოუწევთ
შესაბამის ინიციატივას მხარი 438–მა კანონმდებელმა დაუჭირა, წინააღმდეგი 226 დეპუტატი იყო, ხოლო 39–მა თავი შეიკავა.
შემდგომი ნაბიჯი ევროკომისია და ევროკავშირის წევრი 28 ქვეყანის პოზიციების შეჯერება იქნება, რათა შემდგომში შეიმუშავონ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება.
ანალოგიური ინიციტივას ივლისის დასაწყისში ევროპარლამენტმა მხარი არ დაუჭირა, რაც სხვა საიტზე გადასვლის შემთხვევაში მომხმარებლებისთვის, ან მფლობელებისთვის ანაზღაურების გადახდას ითვალისწინებდა.
ამჟამად მოწონებული შედარებით „რბილი“ მიდგომა, ითვალისწინებს იმას, რომ ონლაინ-პლატფორმებმა მფლობელებს, მაუწყებლებს და მხატვრებს შემოსავლის წილი უნდა გადაუხადონ, დარღვევის შემთხვევაში კი პასუხს აგებენ.
ონლაინ-პლატფორმებს, როგორებიც არის YouTube, GitHub- და Instagram- მოუწევთ ფილტრების დაყენება, რომ საავტორო უფლებით დაცული მასალების გადმოწერა შეიზღუდოს.
კონცეფციამ ინტერნეტში კრიტიკა გამოიწვია. კერძოდ, პროტესტის ნიშნად, იტალიის, ესპანეთის, ლატვიის, პოლონეთის და ესტონეთის Wikipedia-ს ვერსიებმა მუშაობა შეაჩერეს.
Wikipedia-ში განაცხადეს, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილება ინტერნეტსივრცეში არსებულ თავისუფლებას მნიშნელოვნად შეზღუდავს.