• Ƀ/$

ახალი IPHONE XMAX $1100 ეღირება

13 სექტემბერი 12:59, 2018 წელი | ტექნოლოგიები

APPLE-მა ბაზარზე 3 ახალი სმარტფონი: IPHONE XS, XMAX და XR წარადგინა, საიდანც პირველი 2 პრემიალურ ხაზს განეკუთვნება, მესამე კი ბიუჯეტური მოდელია.

IPHONE XS გაუმჯობესებულ IPHONE X-ს წარმოადგენს, 5.8 ინჩიანი OLED ეკრანით. რეზოლუცია 2688X1242 (SAMSUNG GALAXY NOTE 9-ის მაჩვენებელი 2960x1440-ს უდრის) გაზრდილია პროცესორისა და ბატარიის წარმადობა. გაუმჯობესებულია როგორც ძირითადი, ასევე სელფის კამერაც. სმარტფონი წყალქვეშ 2 მეტრის სიღრმეზე 30 წუთის განმავლობაში უსაფთხოა. შიდა მეხსირების მოცულობა 64-დან 512 გიგაბაიტამდე მერყეობს, სმარტფონს 2 სიმბარათის მხარდაჭერა გააჩნია. შეერთებული შტატების ტერიტორიაზე მეორე სიმბარათი ვირტუალურია. სტანდარტული მოდელის ფასი $1000-ს შეადგენს.


IPHONE XMAX შესაძლებლობებით, ფუნქციებითა და ვიზუალით ძალიან ჰგავს IPHONE XS-ს, თუმცა ეკრანის ზომა 6.5 ინჩამდეა გაზრდილი რაც რეკორდულია აიფონისთვის. ეკრანთან ერთად $1100-მდე გაზრდილია სმარტფონის ღირებულებაც.


მესამე XR მოდელი განსაკუთრებული მახასიათებლებით ვერ დაიკვეხნის. 6.1 ინჩიანი ეკრანი OLED-ის მაგივრად ძველებური LCD ტექნოლოგიით იქნება დამზადებული. რეზოლუცია მხოლოდ 1792X828. მისი ფასი 750 დოლარია.


სმარტფონებთან ერთად პრეზენტაციაზე განახლებული APPLE WATCH-იც გამოჩნდა.


ახალი მოდელების შეძენა თვის ბოლოდან იქნება შესაძლებელი.


ახალი სმარტფონების წარდგენის მიუხედავად APPLE-ის საბაზრო კაპიტალიზაცია $1.081-დან $1.068 ტრლნ-მდე შემცირდა.


 


მსგავს თემაზე:


NOKIA EDGE-ს 8GB ოპერატიული მეხსიერება და 24MP-იანი კამერა ექნება


SAMSUNG 5G ტექნოლოგიებში და ხელოვნურ ინტელექტში ინვესტირებას ზრდის


სხვა სიახლეები