• Ƀ/$

მთვარეზე პირველი ტურისტი 2023 წელს გაემგზავრება

18 სექტემბერი 18:42, 2018 წელი | ტექნოლოგიები

აპოლოს მისიიდან 51 წლის შემდეგ, მთვარეს კვლავ ესტუმრება ადამიანი, ოღონდ ასტრონავტის მაგივრად ბიზნესმენი, იაპონელი მილიარდერი იასაკუ მაეზავა. 

ჯერ კიდევ 1946 წელს აშშ-მა მოდერნიზებული გერმანული ფაუ 2-ით პირობითი კოსმოსური ზღვარი მიწიდან 100 კმ გადალახეს, თუმცა შემდეგ 1957 წელს საბჭოთა კავშირმა კოსმოსში პირველი სატელიტი გაუშვა, 4 წლის შემდეგ კი პირველი ადამიანი. აშშ-ის საპასუხო ნაბიჯი უნდა გადაედგა. პრეზიდენტმა კენედიმ პირობა დადო რომ ათწლეულის (იგულისხმება 60-იანი წლები) ბოლოს ამერიკელები მთვარეზე ფეხს დადგამდნენ. 1969 წლის 20 ივლისს 4 დღიანი ფრენის შემდეგ ეს მართლაც მოახერხეს ნეილ არსტრონგმა და ბაზ ოლდრინმა. კოსმოსურ ხომალდზე იმყოფებოდა მაიკლ კოლინზიც, თუმცა ის მთვარეზე არ გადმოსულა. ბოლო მისია 1972 წელს შესრულდა კოლოსალური ხარჯის გამო პროგრამა შეწყდა. ბაზ ოლდრინმა შემდეგომ აღიარა, რომ მისიას მეცნიერულზე მეტად პოლიტიკური დატირთვა გააჩნდა.


XXI საუკუნეში ვითარება შეიცვალა. კერძო და თანაც წარმატებული კოსმოსური სააგენტოს იდეა ნახევარი საუკუნის წინ შესაძლოა ბევრ ლიბერტალიანელსაც კი ფანტაზიის სფეროდ მოჩვენებოდა, მაგრამ ბაზარზე მაინც გამოჩნდა SpaceX. სატელიტები, ინტერნეტი სატელიტიდან, მარსის ორბიტაზე გაშვებული ელექტრომობილი... 2023 წელს მას უკვე ასტრონავტიც შეემატება. თუმცა იაპონელი ბიზნესმენი მთვარეზე გასეირნებას მაინც ვერ შეძლებს და მას მხოლოდ 200 კილომეტრით მიუახლოვდება.


მსგავს თემაზე:

SpaceX–მა 4425 ინტერნეტ–თანამგზავრის გაშვების ნებართვა მიიღო


კოსმოსური სასტუმრო მსურველებს 2022 წლიდან უმასპინძლებს


ახალი კოსმოსური ტელესკოპი დედამიწის მსგავს პლანეტებს დააკვირდება


კოსმოსური ტურების ფასი $200 000-$300 000 იქნება


პლუტონს შესაძლოა პლანეტის სტატუსი აღუდგეს



სხვა სიახლეები