• Ƀ/$

მსოფლიოში პირველი მფრინავი ავტომობილი TF-1 გაყიდვაში მომავალ წელს გამოჩნდება

29 სექტემბერი 12:40, 2018 წელი | ტექნოლოგიები

ჩინურ ავტოკონცერნტში Ceely შემავალი ამერიკული კომპანია Terrafugia მსოფლიოში პირველ მფრინავ ავტომობილზე TF-1 შეკვეთებს შემდეგი თვიდან, ოქტომბრიდან მიიღებს.

დამკვეთები პირველ პფრინავ ავტომობილებს მომავალ წელს მიიღებენ, აცხადებს Terrafugia–ს მთავარი აღმასრულებელი დირექტორი კრის ჯარანი.


TF-1 ჰიბრიდული ბენზოელექტრული ძრავით იქნება აღჭურვილი. პროექტის თანახმად, ავტომობილში ორი ადგილი იქნება და მის გამოსაყენებლად ასაფრენი ბილიკი იქნება საჭირო.


TF-1–ის პირველ პარტიას ამერიკელი დამკვეთები მიიღებენ. ავტომობილების სხვა ქვეყნებისათვის მიწოდებასთან დაკავშირებით ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება. ასევე უცნობია მფრინავი მანქანის ფასი.


მსგავს თემაზე:

ჟენევის ავტოშოუზე მფრინავი მანქანა წარადგინეს


ახალ ზელანდიაში მფრინავი ტაქსი წარმატებით გამოსცადეს



სხვა სიახლეები