• Ƀ/$

ყოველი 100 სმარტფონიდან 86 ანდროიდის ოპერაციულ სისტემაზე მუშაობს

13 ოქტომბერი 11:00, 2018 წელი | ტექნოლოგიები

ანდროიდი დღეს სმარტფონებისთვის ყველაზე ცნობილი ოპერაციული სისტემაა. ინტერფეიისის სიმარტივისა და უფასო აპლიკაციების წაყალობით მას ბაზრის 86% უკავია, რაც 8 წლის წინანდელ მაჩვენებელს თითქმის 4-ჯერ აღემატება. 

ანდროიდი 2005 წელს GOOGLE-ის ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა და მალე თავადვე შეისყიდა. პირველი მობილური ტელეფონი, რომელიც ანდროიდის ოპერაციული სისტემით მუშაობდა გაყიდვაში 2008 წელს ჩაეშვა. ეს ის პერიოდია, როდესაც სმარტფონების ნახევარზე მეტი ღილაკებიანი იყო და NOKIA-ს მობილური ბაზრის წილის 35%-ზე მეტი ეკავა. მობილურების ნახევარზე მეტს 3G მხარდაჭერა არ გააჩნდა. 4G საერთოდ არ არსებობდა. 10 წელიწადში  ბაზარზე ბევრი რამ ძირფესვიანად შეიცვალა. თუ თავის დროზე ციფრულმა ფოტოაპარატებმა ფოტოფირი ჩაანაცვლა, ახლა თანამედროვე სმარტფონებმა სამოყვარული ციფრული ფოტოაპარატების გაყიდვები შეამცირეს. ისინი კონკურენციას ლეპტობესაც უწევენ. დროის მოკლე პერიოდში, როგორც Windows იქცა კომპიუტერის უმთავრეს ოპერაციულ სისტემად მწვანე რობოტმაც ყოველი 100-დან 86 სმარტფონში შეაღწია.


2010 წელს ანდროიდი უკვე პირველ ადგილზე იმყოფებოდა, მეორე ადგილს დღეს უკვე ბაზრდიდან გამქრალი ბლექბერი იკავებდა. 40%-ზე მეტს სხვადასხვა მცირე ზომის კომპანიები ინაწილებდნენ. 2017 წელს ანდროიდისა და IOS-ის ჯამურმა წილმა 99.99%-ს მიაღწია, საიდანაც 85.9% ანდოიდს უჭირავს, 14% აიოსს. იმავე პერიოდში სმარტფონების რაოდენობა 5.18-ჯერ 1.537 მლრდ-მდე გაიზარდა. პროცენტული და რაოდენობრივი ზრდის შედეგად ანდროიდის სისტემაზე მომუშავე სმარტფონების რაოდენობა 2010-2017 წლებში ჯამში 20-ჯერ გაიზარდა.



პროგრამულ გამართულობასთან ერთად წარმატების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად უფასო აპლიკაციები გახდა. ფასთა სხვაობა შესამჩნევია აიფონებსა და სხვა იმავე ან უკეთესი მონაცემების მქონე სმარტფონებს შორისაც.


მსგავს თემაზე:

NOKIA EDGE-ს 8GB ოპერატიული მეხსიერება და 24MP-იანი კამერა ექნება


Qualcomm-მა სმარტფონისთვის 5G ანტენა წარადგინა


SAMSUNG 5G ტექნოლოგიებში და ხელოვნურ ინტელექტში ინვესტირებას ზრდის


5G ინტერნეტის ქსელის განვითარებისთვის $225 მლრდ დაიხარჯება


SAMSUNG დასაკეც სმარტფონს წარადგენს



სხვა სიახლეები