• Ƀ/$

ჰონკონგი და მაკაუს 55-კილომეტრიანი ხიდით დაუკავშირდა

22 ოქტომბერი 10:56, 2018 წელი | ეკონომიკა

ჩინეთის 2 სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონი ჰონკონგი და მაკაუ ერთმანეთს 55-კილომეტრიანი საზღვაო ხიდით დაუკავშირდა. მშენებლობა 9 წელი გრძელდებოდა და ის $20 მლრდ დაჯდა.

მშენებლობა 2016 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა 2 წლით გაჭიანურდა. ხიდის სიგრძე მართლაც შთამბეჭდავია. გამოყენებული ფოლადით 60 ეიფელის კოშკი აიგებოდა. გაწეული ხარჯით - 20 მილიარდი დოლარით კი 13 ბურჯ-ხალიფა. 


ჰონკონგსა და მაკაუში, ჯამში, 8.2 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, მაგრამ ახალი ხიდით ბევრად მეტი - 68 მილიონი ადამიანი ისარგებლებს. ჰონკონგიდან, სულ რაღაც, 27 კილომეტრის მანძილზე მდებარეობს შენჟენი, რომელიც ჩინეთის სილიკონის ველის სახელითაა ცნობილი, 89 კილომეტრის მოშორებით 8-მილიონიანი დუანგოუ. მაკაუსა და 25-მილიონიან გუანჯოუს შორის კი მანძილი 107 კილომეტრია.



ახალ ხიდს 6 სამანქანო ზოლი ექნება და დღიურად 40 000 ავტომობილის გატარებას შეძლებს. ექსპლუატაციის სავარაუდო დროდ 120 წელი სახელდება.


მსგავს თემაზე:

ევროკავშირმა ყირიმის ხიდის გამო რუსეთს სანქციები გაუფართოვა


ჰონკონგი მიგრანტებისთვის ყველაზე ძვირ ქალაქად დასახელდა


ჩინეთის ეკონომიკური ზრდა შენელდა



სხვა სიახლეები