• Ƀ/$

აშშ-ში ხელფასების ზრდის ტემპმა 9-წლიან მაქსიმუმს მიაღწია

5 ნოემბერი 11:53, 2018 წელი | ეკონომიკა

შრომის დეპარტამენტის ცნობით, შეერთებულ შტატებში ხელფასების ზრდის ტემპმა 3.1%-ს მიაღწია, რაც ბოლო 9 წლის მაქსიმუმია.

თუ ხელფასის ზრდის ტემპი 9-წლიან მაქსიმუმზეა, უმუშევრობის მაჩვენებელი 49-წლიან მინიმუმზეა დასული. ოქტომბერში დამატებით 250 000 სამუშაო ადგილი შეიქმნა, რამაც უმუშევრობის დონის 3.7%-ზე შენარჩუნება შეძლო.


პოზიტიური სტატისტიკური მონაცემები ტრამპის ყურადღების მიღმა არ დარჩენილა. ტვიტერის გვერდზე მან რიცხვებს დაუჯერებელი უწოდა და მოსახლეობას რესპუბლიკელების მხარდაჭერისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.


 


შეერთებულ შტატებში ეკონომიკური ბუმია. 3 კვარტალის მონაცემებით, მშპ-ს ზრდის ტემპმა 3.5%-ს მიაღწია, რაც 2004 წლის შემდეგ აღარ დაფიქსირებულა. 


ეკონომიკური ბუმი გადასახადების შემცირებას უკავშირდება. კორპორაციული მოგების გადასახადი 35-დან 21 პროცენტამდე შემცირდა. ნოემბერში დაგეგმილია გადასახადების შემცირება საშუალოშემოსავლიანი მოქალაქეებისთვისაც.



6 ნოემბერს შტატებში შუალედური არჩევნები იმართება, სადაც მოსახლეობა წარმომადგენლობით პალატას (კონგრესს) სრული შემადგენლობით და სენატის წევრების მესამედს ირჩევს. სოციალური კვლევებით დემოკრატები მცირე უპირატესობით სარგებლობენ, თუმცა კვლევები 2 წლის წინაც მსგავს სურათს აჩვენებდა, როდესაც ბევრისთვის მოულოდნელად ტრამპმა გაიმარჯვა.


მსგავს თემაზე:

აშშ-სა და კორეას შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გაფორმდა


კონკურენტუნარიანობის ინდექსში აშშ-მა პირველი ადგილი დაიბრუნა



სხვა სიახლეები