• Ƀ/$

ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 9 თვეში $2.57 მლრდ-ს გადააჭარბა

6 ნოემბერი 15:05 | ეკონომიკა

საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა ოქტომბერში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9%-ით 719 ათასამდე, ვიზიტორების რაოდენობა 8.5%-ით 611 ათასამდე, ხოლო ტურისტების რაოდენობა 15.1%-ით 407 ათასამდე გაიზარდა. 

ინფორმაცია ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიაწოდა.


2018 წლის ოქტომბრის თვეში, ისევე როგორც მთელი წლის მანძილზე ყველაზე მეტი ვიზიტორი კვლავ მეზობელი სახელმწიფოებიდან შემოვიდა, თუმცა პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების ზრდის კუთხით გამოირჩნენ:


• რუმინეთი +132%;


• შვედეთი +92%;


• ნიდერლანდები +63%;


• ლატვია +62%;


• პოლონეთი +51%;


• გერმანია +41%;


• იტალია +37%;


ჯამურად 10 თვეში საქართველოს 7.5 მლნ საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდს 11%-ით აღემატება. მათში ვიზიტორების წილმა 6.26 მლნ-ს მიაღწია +12.5%. რაც შეეხება საკუთრივ ტურიზმის სეგმენტს, ის ყველაზე მეტად 17.5%-ით 4.18 მლნ-მდე გაიზარდა.


ვიზიტორების რაოდენობის ზრდასთანერთად გაიზარდა ტურიზმიდან მიღებული შემოსავალიც, თანაც უფრო მაღალი პროცენტული მაჩვენებლით. რაც იმას ნიშნავს რომ 1 ვიზიტორი უფრო მეტს ხარჯავს საქართველოში. სულ 9 თვის განმავლობაში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა $2.571 მლრდ-ს მიაღწია, რაც 20.5%-ით $438 მლნ-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.


ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2018 წლის I-II კვარტლის მონაცემებით 7.1%-ს შეადგენს. 


მსგავს თემაზე:

ტურისტების რაოდენობამ მსოფლიო მასშტაბით 1.322 მლრდ-ს მიაღწია


მთვარეზე პირველი ტურისტი 2023 წელს გაემგზავრება


ტურიზმის განვითარება აჭარის სოფლებშიც იგეგმება



სხვა სიახლეები