• Ƀ/$

ფორდმა მუსტანგის ახალი მოდელი წარადგინა

8 ნოემბერი 17:34 | კომპანიები

ინდოეთში გამართულ ავტოფორუმზე ამერიკულმა კორპორაცია ფორდმა, საზოგადოებას ახალი ოთხკარიანი ფორდ მუსტანგის კონცეპტი წარუდგინა. 

განახლებულ მუსტანგს შედარებით გრძელი ბორბალი და შესაბამისად უფრო გრძელი ფორმა ექნება. ცვლილების რეალური მიზეზი Audi A7-ისა და Porshe Panamera-სთვის ღირსეული კონკურენციის გაწევაა.


კომპანია ფორდის ინფორმაციით, მათი უახლესი ავტომობილი 8 ცილინდრიანი ძრავით იქნება აღჭურვილი. რაც შეეხება ძრავის მოცულობას, კონკრეტული ციფრები ამ ეტაპზე დაზუსტებული არ არის. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ მუსტანგის ბოლო, 5.0 ლიტრიან ტურბო ვერსიას, განახლებულ ავტომობილში ცხენის ძალების რაოდენობა გაზრდილი იქნება.


განახლებული მუსტანგის სავარაუდო ფასი 50 000-60 000 აშშ დოლარი იქნება, თუმცა, ეს ამერიკული ბრენდის ერთადერთი სიახლე არ არის. უახლოეს მომავალში საზოგადოება მაღალი წარმადობის GT500-ის ჰიბრიდულ ვერსიასაც იხილავს.


მსგავს თემაზე:

"ფორდი" ელექტრომობილების წარმოებაში სოლიდურ დაბანდებას გეგმავს


Ford ჩრდილოეთ ამერიკიდან 1,3 მლნ ავტომობილს გაიწვევს



სხვა სიახლეები