• Ƀ/$

,,ჩრდილოეთის ნაკადი 2“ - საფრთხე რუსეთის მხრიდან

19 ნოემბერი 12:50, 2018 წელი | ეკონომიკა

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მათუეშ მორავეცკიმ დასავლური კორპორაციები რუსეთთან პროექტის „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ ფარგლებში თანამშრომლობის გამო გააკრიტიკა და კრემლის მხრიდან ახალი საფრთხის წარმოქმნის შესახებ ისაუბრა.

ამის შესახებ მან კვირას ჰამბურგში გამართული კონფერენციის FOTAR2018 ფარგლებში განაცხადა, რომელიც ტრანსატლანტიკური ალიანსის მომავალს ეძღვნებოდა, - წერს სააგენტო Money.pl.

„გერმანელი პოლიტიკოსები ამტკიცებენ, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ - ეს არის ბიზნესპროექტი, რაც არავის სჯერა... წარმოიდგინეთ, რა შეიძლება მოხდეს, თუკი უკრაინული გაზის ტრანსპორტირების სისტემა უსარგებლო გახდება. რა შეუშლის ხელს ვლადიმირ პუტინს კიევზე გასალაშქრებლად?“, - ციტირებს სააგენტო პოლონეთის პრემიერ-მინისტრს.


მორავეცკიმ დასავლური კორპორაციები რუსეთთან „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტში თანამშრომლობისთვის გააკრიტიკა. როგორც მან აღნიშნა, ევროპელები რუსეთს დიდ ფულს უხდიან, რომელსაც რუსეთი შეიარაღებაზე ხარჯავს, შემდეგ კი ევროპელები მფარველობას ითხოვენ  ამერიკისგან.


„არის თუ არა ლოგიკა ამ პროცედურაში?“ - თქვა პრემიერ-მინისტრმა და ვლადიმირ ლენინის ციტატა გაიხსენა: „კაპიტალისტები გაყიდიან თოკსაც კი, რომელზეც თავადვე იქნებიან ჩამოკიდებული“.


მორავეცკიმ ისაუბრა გათხევადებული ბუნებრივი გაზის ტერმინალების ქსელის გაფართოებაზე  და აღნიშნა, რომ ასეთი ტერმინალები უკვე არსებობს პოლონეთში.


მსგავს თემაზე:

შვედი პოლიტიკოსები „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის დაბლოკვას ითხოვენ


აშშ–ის სანქციების შემთხვევაში რუსეთი მზადაა მთლიანად დააფინანსოს „ჩრდილოეთის ნაკადი–2“


აშშ-ს „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის შეჩერების საშუალებები აქვს



სხვა სიახლეები