• Ƀ/$

ციფრული ვალუტები გამყარდა

28 ნოემბერი 19:09, 2018 წელი | კრიპტოეკონომიკა

მას შემდეგ რაც კრიპტოკაპიტალიზაცია 13 თვიან მინიმუმზე დავიდა, პირველი სერიოზული ზრდა 28 ნოემბერს დაფიქსირდა. 24 საათში ციფრული ვალუტები 10-15 პროცენტიას ფარგლებში გაიზარდა.

ბიტკოინმა 13%-იანი ზრდა აჩვენა და მისი ფასი ამჟამად $4200-ს უდრის, რაც 27 ნოემბერთან შედარებით $500-ით მეტია, მაგრამ გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს $6000-ით ჩამორჩება. 2017 წლის ნოემბრის ბოლოს ბიტკოინის ღირებულება უკვე ხუთნიშნა მაჩვენებლით გამოისახებოდა.


რიპლი 12%-ით 38 ცენტამდე გაძვირდა, 13%-იანი ზრდის შემდეგ ეთერიუმის ფასი $120-ს გაუტოლდა. სტელერი 17%-ით გამყარდა, ლაითკოინი 18%-ით, ტრონი კი 21%-ით. იმ ციფრული ვალუტების რიცხვი, რომელთა კაპიტალიზაცია $1 მლრდ-ს აჭარბებს 8-დან 11-მდე გაიზარდა.


სხვა სიახლეები