• Ƀ/$

პოლონელმა ასტრონომებმა უვარსკვლავო პლანეტები აღმოაჩინეს

2 დეკემბერი 12:00, 2018 წელი | ტექნოლოგიები

პირველი ეგზოპლანეტის აღმოშენიდან მეოთხედი საუკუნის შემდეგ, ასტრონომებმა ისეთი პლანეტების აღმოჩენაც შეძლეს, რომელსაც საკუთარი ვარსკვლავი არ გააჩნია.

აღმოჩენა პოლონელ მკვლევარებს ეკუთვნით. 2 ასეთი პლანეტის გამოჭერა მათ ირმის ნახტომში მოახერხეს. 


საკუთარი გამოსხივების არქონის გამო ჩვეულებრივი ეგზოპლანეტის აღმოჩენაც კი რთულია და მათ როგორც წესი ვარსკვლავზე დაკვირვებით პოულობენ. ვარსკვლავის მიხედვით ადგენენ დაშორების მანძილს, მასას, მოცულობასა და სხვა პარამეტრებს. ეულად მყოფი პლანეტის შემთხვევაში სირთულის კოეფიციენტი იზრდება, ხოლო სიზუსტე მის უკუპროპორციულად მცირდება.


ახალაღმოჩენილ პლანეტებს, მართალია დედავარსკვლავი არ გააჩნიათ, მაგრამ ვარსკვლავებმა მათ აღმოჩენაში მაინც გადამწყვეტი როლი ითამაშეს. გრავიტაციული ლინზირების მეშვეობით შორეული ვარსკვლავიდან წამოსული სხივის მრუდდება.


ორიდან ერთი პლანეტა შედარებით მომცროა და დედამიწის მასას დაახოებით 20-ჯერ აღემატება, მეორე ბევრად დიდი იუპიტეტზე მინიმუმ 2-ჯერ მასიურია. საკუტრივ იუპიტერი კი დედამიწაზე 144-ჯერ მძიმეა.


არსებული ინფრომაციით სამყაროშო 150-დან 200 მილიარდამდე გალაქტიკაა, თითოეულში 1ასევე 150-დან 200 მილიარდამდე ვარსკვლავი, პლანეტების რაოდენობა სავარაუდოდ უფრო მეტი, თუმცა ეს ჯერ დადასტურებული არ არის. 


მსგავს თემაზე:

იუპიტერის მთვარეების რაოდენობა 79-მდე გაიზარდა


ახალმა კოსმოსურმა ტელესკოპმა პირველი ეგზოპლანეტა აღმოაჩინა


2015 TG387 - ახლადაღმოჩენილი პლანეტა, რომელიც მზის გარშემო ბრუნს 34 080 წელს ანდომებს


ზოგიერთი შავი ხვრელის მასა მზის მასას რამდენიმე მილიარდჯერ აღემატება



სხვა სიახლეები