• Ƀ/$

$7-იანი 4G სმარტფონი GOOGLE-სგან

9 დეკემბერი 12:00, 2018 წელი | ტექნოლოგიები

ზოგიერთი ფლაგმანური სმარტფონის ფასი $1000-ს აჭარბებს, მაშინ როცა ბიუჯეტური მოდელის შეძენა $100-აც შესაძლებელია, GOOGLE-ის ტელეფონის ფასი კი მხოლოდ $7 იქნება.

გლობალური მასშტაბით სმარტფონების რაოდენობა 3G ან 4G მხარდაჭერით 2.5 მლრდ-ს აღწევს, რაც 4 წლის წინანდელ მაჩვენებელზე 1 მლრდ-ით მეტია. ფასების კლებამ მისი ხელმისაწვდომობა გაზარდა. ღილაკიანი ტელეფონი ახლა უკვე იშვიათობას წარმოადგენს, თუმცა ის ბაზრიდან ბოლომდე არ გამქრალა.


მასინ როცა სმარტფონის საშუალო ფასი $500-დან იწყება GOOGLE-ის შეთავაზება - $7 მართლაც საინტერესოდ გამოიყურება. WizPhone WP006 ღილაკებიანი სმარტფონია, თუმცა მისი მონაცემები გარეგნულ მხარეს ბევრად აღემატება. ერთი შეხედვით უბრალო ტელეფონს აქვს 4G მხარდაჭერა და 512 MB ოპერატიული და 4 GB შიდა მეხსიერება. ასევე 2 MP ძირითადი კამერა და VEGA წინა კამერა. მართალია ეს მონაცემები თანამედროვე სმარტფონებთან ახლოსაც ვერ მივა, მაგრამ $7 მათი მხოლოდ ეკრანის დამცავი მინა და სელფის ჯოხი ღირს ცალ-ცალკე, ყურსასმენების ნაწილი კი ბევრად უფრო ძვირი.


WizPhone WP006 ძირითადად ინდური ბაზრისთვის არის განკუთვნილი. გაყიდვების დაწყების თარიღი ჯერჯერობით უცნობია.


მსგავს თემაზე:

Qualcomm-მა სმარტფონისთვის 5G ანტენა წარადგინა


5G ინტერნეტის ქსელის განვითარებისთვის $225 მლრდ დაიხარჯება


ყოველი 100 სმარტფონიდან 86 ანდროიდის ოპერაციულ სისტემაზე მუშაობს


დასაკეცი სმარტფონი რეალობა გახდა



სხვა სიახლეები