• Ƀ/$

ტრამპის OPEC-ზე გავლენის ხარისხი კარტელის დღევანდელ სხდომაზე გამოჩნდება

6 დეკემბერი 12:52 | ეკონომიკა

ნავთობის ბაზრის უმსხვილესი მოთამაშეები შეშფოთებას გამოთქვამენ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის OPEC-ზე გავლენის გამო, იუწყება ამერიკული საკაბელო არხი CNBC.

ტელეარხის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ბაზარი 2008 წლის კრიზისის შემდეგ დაბალ საფეხურზე დგას, მხოლოდ რამდენიმე ინვესტორს აქვს იმის იმედი, რომ OPEC-ის ვენის შეხვედრაზე კარტელის წევრი ქვეყნები შეძლებენ შეთანხმებას ახალი კვოტების დანერგვაზე, რომელებიც მისაღები იქნება ნავთობმოვაჭრეებისთვის. ექსპერტებმა ეს შეხვედრა კარტელის ისტორიაში ყველაზე პოლიტიზებულად დაასახელეს.


ბაზრისთვის ყველაზე დიდი საშიშროება ტრამპის მიერ OPEC-ის გაკონტროლება გახდა. ორგანიზაციისთვის აუცილებელია დღეში კვოტის 1-1,4 მილიონი ბარელით შემცირება, თუმცა არსებობს ეჭვი, რომ ამერიკა ამ გადაწყვეტილებას არ დასთანხმდება.


მოლაპარაკებებამდე საუდის არაბეთის პოზიცია ძლიერ შეარყია ჟურნალისტ ჯამალ ჰასკაჯის ოქტომბერში მომხდარ მკვლელობაში ხელისუფლების გარევის ფაქტმა. თეთრ სახლში მიიჩნევენ, რომ ამ მკვლელობის მიღმა შესაძლოა, სამეფოს მემკვიდრე პრინცი მუჰამედ ბინ სალმან ალ საუდი იდგას.


ტრამპს სჭირდება, რომ საუდის არაბეთმა ნავთობის მოპოვება გაზარდოს, სანაცვლოდ კი ამ ინციდენტზე ის თვალს დახუჭავს. აღსანიშნავია ისიც, რომ ამერიკის არც ერთ პრეზიდენტს ოპეკისადმი ასეთი ინტერესი ჯერ არ ჰქონია.


ტრამპმა უკვე უარი თქვა ნავთობის მოსაპოვებლად კვოტის შემცირებაზე და განაცხადა, რომ მსოფლიოს საწვავზე ფასების გაზრდა არ სჭირდება. მანამდე ტრამპმა აღიარა, რომ ნავთობზე ფასების კლება ერ-რიადთან გამართული მოლაპარაკებების შედეგია. ამ მოლაპარაკებების დროს მან ქვეყნის ხელისუფლება ნავთობმოპოვების გაზრდაში დაარწმუნა.


სხვა სიახლეები

ექსკლუზივი