• Ƀ/$

აშშ შავ ზღვაში სამხედრო გემებს აგზავნის

6 დეკემბერი 13:51 | მედია ბიზნესისთვის - M2B

ქერჩის სრუტის გარშემო დაძაბულობა გრძელდება. შეერთებულმა შტატებმა შავ ზღვაში სამხედრო გემების გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო. საუბარია მეექვსე ფლოტის ხომალდებზე.

ინფორმაციას CNN ავრცელებს, თუმცა ის ჯერ პენტაგონს არ დაუდასტურებია. ამერიკული ტელეარხის ცნობით, მოტრეს ხელშეკრულების თანახმად, თურქეთს უკვე გადაეგზავნა ცნობა ბოსფორის სრუტეში ამერიკული გემების გავლის სურვილის შესახებ. 1936 წელს ხელმოწერილი დოკუმენტი, არაშავიზღვისპირა ქვეყნების სამხედრო გემებს თურქეთის ინფორმირებას 15 დღით ადრე ავალდებულებს.


25 ნოემბერს 3 უკრაინული ხომალდი მარიუპოლის პორტისკენ მიემართებოდა, რის შესახებაც რუსეთი წინასწარ იყო ინფორმირებული. ქერჩის სრუტის გავლისას რუსულმა სამხედრო ფლოტმა უკრაინულ გემებს ცეცხლი გაუხსნა, საქმეში ჩაერთო ავიაციაც, რის შედეგადაც დაატყვევეს სამივე უკრაინული გემი და 23 სამხედრო. სროლისას დაიჭრა 6 უკრაინელი ჯარისკაციც. მოსკოვი კიევს რუსეთის ტერიტორიული წყლების ხელყოფაში ადანაშაულებს, რასაც უკრაინა კატეგორიულად უარყოფს. 


უკრაინის საზღვაო ძალების სარდალმა იგორ ვორონჩენკომ მზადყოფნა გამოთქვა დაკავებული 23 უკრაინელი ჯარისკაცის გათავისუფლების სანაცვლოდ რუსეთს ჩაბარდეს.


მსგავს თემაზე:

აშშ ევროპას რუსეთისთვის სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდებს


გერმანიის ეკონომიკის მინისტრი უკრაინაში ინვესტირების მოწოდებით გამოდის


უკრაინა ბოსფორის სრუტის დაკეტვას მოითხოვს



სხვა სიახლეები

ექსკლუზივი