• Ƀ/$

Google $1 მლრდ-იან ოფისს აშენებს

18 დეკემბერი 15:52, 2018 წელი | კომპანიები

Google მზადაა, თავისი ახალი ნიუ-იორკული საოფისე კომპლექსისთვის $1 მლრდ გაიღოს. სამუშაოები 2020-2022 წლებისთვისაა დაგეგმილი. საერთო ფართი - 158 ათასი კვადრატული მეტრი.

ახალი ოფისში ძირითადად სარეკლამო და გაყიდვების მიმართულებები განთავსდება, მასში 7000 ადამიანი იმუშავებს.


$1 მლრდ ოფისისთვის საკმაოდ დიდი თანხაა, მაგრამ არა სარეკორდო. იგივე Google ბრიტანეთში $1.4 მლრდ-იან ოფისს აშენებს. Amazon-ისა და Apple-ის კამპუსების ღირებულება კი შესაბამისად 4 და 5 მილიარდ აშშ დოლარს აღწევს.


საძიებო სისტემა Google 1996 წელს, ლარი პეიჯმა და სერგეი ბრინმა დააფუძნეს. 3 წლის თავზე კომპანიის 1 მილიონ დოლარად გაყიდვის მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. დღეს Google სხვა კომპანიებთან ერთად Alphabet-ის კორპორაციაშია გაწევრიანებული, თუმცა მასში გუგლს ყველაზე დიდი წილი უკავია. მისი საბაზრო კაპიტალიზაცია 700 მილიარდ დოლარს აჭარბებს. კომპანია საძიებო სისტემაში უპირობო ლიდერია და ბაზრის წილის 80%-ზე მეტი უკავია. ვებ ბრაუზერი google chrome-ც ყველაზე პოპულარულია, მასვე ეკუთვნის ელ.ფოსტა Gmail, ასევე Google map და Google Earth. Google-ის საკუთრებაა ასევე Youtube და სმარტფონების ყველაზე პოპულარული საოპერაციო სისტემა - android.


მსგავს თემაზე:

Google-ის ღრუბლოვანი ტექნოლოგიების შესაძლებლობები იზრდება


Google-ს ახალი ფუნქცია – „თვითგანადგურებადი“ წერილები Gmail-ზე


$7-იანი 4G სმარტფონი GOOGLE-სგან



სხვა სიახლეები