• Ƀ/$

ილონ მასკმა ლოს-ანჯელესში პირველი საავტომობილო მიწისქვეშა გვირაბი გახსნა

19 დეკემბერი 18:50, 2018 წელი | ტექნოლოგიები

ლოს-ანჯელესში პირველი მიწისქვეშა საავტომობილო გვირაბი გაიხსნა. მისი სიგრძე სულ რაღაც 1.14 მილი 1.84 კილომეტრია, თუმცა წამატების შემთხვევაში უახლოეს 10 წელიწადში ეს რიცხვი შესაძლოა 100-ჯერ ან უფრო მეტადაც გაიზარდოს. 

ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ანტერპრენიორს ილონ მასკს პროექტი $40 მლნ დაუჯდა. $22 მლრდ-ს მფლობელისთვის ეს არ ისე დიდი თანხაა.


„ეს იყო დაუჯერებელი აქამდე, პირველი რეისი იყო ეპიკური“ განუცხადა მასკმა ჟურნალისტებს.


მასკს მფრინავ ავტომობილზე მეტად მიწისქვეშ მოძრაობა ხიბლავს, მისი ინფორმაციით ავტომობილის გვირაბისთვის მოდიფიცირებას მხოლოდ 200-300 დოლარი იქნება საჭირო, რის შემდეგაც მომქნცველ საცობებს საათში 240 კმ/სთ-ით მოძრაობა ჩაანაცვლებს. საწყისი სიჩქარე ჯერ მხოლოდ 56 კილომეტრია საათში, მაგრამ დიდ ქალაქში ეს სიჩქარეც სტანდარულს რამდენჯერმე აღემატება.


ტესლას დამფუძნელის განცხადებით უსაფრთხოების ნორმები უმაღლეს დონეზე იქნება დაცული და მოდიფიცირებული ბორბლები უბედური შემთხვევის რისკს მინიმუმამდე ამცირებს.


პროექტი ქალაქის ქვეშ რამდენიმე სართულიანი ქსელის მოწყობას ითვალისწინებს, რამაც საცობები უნდა შეამციროს და მიწის ზემოთ ფეხით და ველოსიპედით გადაადგილება გაამარტივოს.


მასკის მიწისქვეშა იდეები საავტომობილო გვირაბებით არ შემოიფარგლება. რკინიგზის პროექტით Hyperloop-ით საათში მატარებლით 1128 კმ/სთ-ით ხდება შესაძლებელი. მაგლევის ტიპის მატარებელი ვაკუუმში გაივლის. ასეთ სიჩქარეს ჰაერის წინაღობის არარსებობა განაპირობებს.


მსგავს თემაზე:

ილონ მასკი ადამიანისა და მანქანის ერთგვარი სიმბიოზის იდეით გამოვიდა


ესპანეთში მსოფლიოში პირველი სამგზავრო კაფსულა HYPERLOOP წარმოადგინეს


Tesla Model 3-ის გაყიდვებმა 114 000-ს გადააჭარბა


Tesla-ს აფრიკის ბაზარზე სურს შესვლა



სხვა სიახლეები