• Ƀ/$

ლილოს მეტროზე ტენდერი ცხადდება

20 დეკემბერი 14:59, 2018 წელი | ეკონომიკა

თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ანგარიშის წარდგენას დაესწრო. მისი თქმით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. 

„არ დარჩენილა დარგი, რომელსაც პრემიერი არ შეხებოდა და არ ესაუბრა იმ პროექტებზე, რომელთა განხორციელება შესაძლებელი გახდა ერთი წლის განმავლობაში. თუმცა ცხადია, ამით თვითკმაყოფილი არავინ არის, ქვეყანაში არსებობს ბევრი პრობლემა და გამოწვევა, რომლებსაც მომდევნო წლების განმავლობაში ღირსეული პასუხები სჭირდება და ეს ასეც იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.


დედაქალაქის მერმა შეფასებისას ხაზი გაუსვა განათლების რეფორმას და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებიც პრემიერ-მინისტრმა წარადგინა.


„ერთ-ერთი მათ შორის არის მიწისზედა მეტროს პროექტის განხორციელება დედაქალაქში. სამგორიდან ლილოს მიმართულებით, დაახლოებით, 8 ახალი მეტროსადგური აშენდება ამ პროექტის ფარგლებში და, ამასთანავე, შესაძლებელი იქნება მიწისზედა მეტრო „სამგორიდან“ აეროპორტის მიმართულებით მოემსახუროს მგზავრებს. დაახლოებით, 80 მილიონი დაიხარჯება ამ პროექტის განსახორციელებლად“, - აღნიშნა კახა კალაძემ.


მისი თქმით, პროექტის განხორციელებაზე ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება. 


მსგავს თემაზე:

2020 წლიდან თბილისში 200-მდე 18-მეტრიანი ელექტროავტობუსი იმოძრავებს


თბილისის მეტროს 12 ახალი შემადგენლობა დაემატება


8 მეტროსადგურს რეაბილიტაცია ჩაუტარდება



სხვა სიახლეები