• Ƀ/$

აშშ-ის სასამართლომ ჩრდილოეთ კორეა $0.5 მლრდ-ით დააჯარიმა

25 დეკემბერი 13:53, 2018 წელი | მედია ბიზნესისთვის - M2B

ამერიკულმა სასამართლომ 22 წლის სტუდენტის ოტო ურომბრერის წამებასა და მკვლელობის საქმეზე ჩრდილოეთ კორეა $501 მლნ-ით დააჯარიმა.

თანხა წესით გარდაცვლილის მშობლებს უნდა გადაეცეს, თუმცა ალაბათობა იმისა, რომ ფხენიანმა სასამართლო გადაწყვეტილება აღასრულოს უკიდურესად დაბალია.


ამერიკელი სტუდენტი ჩრდილო კორეაში 2016 წლის იანვარში პროპაგანდისტული სურათის მოპარვის ბრალდებით დააკავეს, გაასამართლეს და 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, თუმცა ეს არ აკმარეს და პატიმრობის პროცესში სასტიკად გაუსწორდნენ. წამების შედეგად მან მხედველობა და სმენა დაკარგა, ასევე წაერთვა გადაადგილების უნარი. უორმბრერი აშშ-ს 2017 წელს უგონო მფგომარეობაში გადასცეს, მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.


მსგავს თემაზე:

სამხრეთ კორეის პრეზიდენტი მოლაპარაკებების გასაგრძელებლად ფხენიანს ეწვია


ორ კორეას შორის სატრანსპორტო მიმოსვლა აღდგება



სხვა სიახლეები