• Ƀ/$

ღვინის ექსპორტმა 86 მლნ ბოთლს გადააჭარბა

4 იანვარი 11:27 | ეკონომიკა

საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში 2018 წელს 86.2 მლნ ბოთლი (0.75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული, რაც ბოლო თითქმის 30 წლის რეკორდული მაჩვენებელია. ზრდამ 2017 წელთან შედარებით 13%-ს მიაღწია. 

ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 203 მლნ აშშ დოლარს აღწევს, რაც 2017 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 20%-ითაა გაზრდილი. რაც იმას ნიშნავს, რომ 1 ბოთლის საშუალო სარეალიზაციო ფასი $2.21-დან $2.35-მდე გაიზარდა.


ექსპორტი გაზრდილია:


ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: იაპონია - 37% (211 883), პოლონეთი - 31% (3 508 122), დიდი ბრიტანეთი - 33% (105 608) და აშშ - 2% (466 056);


ევროპის მიმართულებით: შვეიცარია - 378% (25 350), დანია - 111% (17 834), რუმინეთი - 100% (99 774), ჩეხეთი - 81% (61 908), იტალია 69% (17 244), ბულგარეთი - 60% (26 790), ნიდერლანდები - 38% (82 641), გერმანია - 20% (483 791), ლიეტუვა - 17% (488 154),  საფრანგეთი - 14% (113 885), ლატვია - 14% (1 711 078), ესტონეთი - 11% (581 190) და ა.შ.;


ტრადიციულ ბაზრებსა და აზიის მიმართულებით: სამხრეთ კორეა - 275% (68 124), თურქმენეთი -  196% (197 694), ყირგიზეთი - 63% (218 550), აზერბაიჯანი - 40% (197 724), მონღოლეთი - 27% (214 398), უკრაინა - 26% (10 687 835), რუსეთი - 12% (53 682 627), ყაზახეთი - 8% (3 599 143) და სხვა.


ექსპორტიორი ქვეყნების ათეულია:



  • რუსეთი  (53 682 627),

  • უკრაინა (10 687 835), 

  • ჩინეთი  (6 951 019),

  • ყაზახეთი  (3 599 143),

  • პოლონეთი (3 508 122),

  • ლატვია (1 711 078),

  • ბელარუსი (1 606 002),

  • ესტონეთი (581 190),

  • ლიეტუვა (488 154) 

  • გერმანია (483 791). 


2018 წელს, სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 284-მა კომპანიამ განახორციელა. ექსპორტიორი კომპანიების რიცხვი გასულ წელთან შედარებით 34-ით გაიზარდა.


ამასთან, მსოფლიოს 26  ქვეყანაში ექსპორტირებულია 20 მლნ ბოთლი (0.5 ლ) ბრენდი, რაც 9%-ით აღემატება 2017 წლის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია  40.7 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბრენდი - ზრდა   3%-ს აღწევს.


მსოფლიოს 26 ქვეყანაში ექსპორტირებულია 422 ათასი ბოთლი (0.5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 47% შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავლები  1.2 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, ზრდამ 2017 წელთან  შედარებით 44%-ს მიაღწია.


მთლიანობაში - ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ჩამოსასხმელი ბრენდის და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებული შემოსავლები 306.5 მლნ აშშ დოლარს შეადგენს - ზრდამ 2017 წელთან შედარებით 7%-ს მიაღწია.


მსგავს თემაზე:

ექსპორტმა 11 თვეში $3 მლრდ-ს გადააჭარბა


მანდარინის ექსპორტი 32%-ით გაიზარდა



სხვა სიახლეები