• Ƀ/$

ნავთობი ძვირდება

4 იანვარი 13:07 | ეკონომიკა

OPEC-ის წევრი ქვეყნებიდან ნავთობმოპოვების შემცირების შესახებ ცნობების გავრცელების ფონზე ეტალონური მარკების ნავთობის ფასი ზრდას განაგრძობს.

Brent-ის მარკის ნავთობის მარტის ფიუჩერსების ფასი ლონდონის ბირჟაზე დღეს დილით 0,29%–ით გაიზარდა და ბარელზე $56,11–ს შეადგენს. წინა ვაჭრობაზე ამ მარკის ნავთობის ფასი თითქმის 2%–ით გაიზარდა და ბარელი $55,95 გახდა.


ამერიკული მსუბუქი ნავთობის WTI ფასი, თებერვალში მიწოდების პირობით, ნიუ–იორკის სასაქონლო ბირჟაზე0,51%–ით არის გაზრდილი და ბარელზე $47,33 ფიქსირდება.


მიმდინარე კვირის განმავლობაში Brent-ის ფასი 7,5%–ით გაიზარდა.


სხვა სიახლეები