• Ƀ/$

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მშპ-ს საპროგნოზო ზრდის მაჩვენებლის ზრდა დაგეგმილ რეფორმებს დაუკავშირა

10 იანვარი 15:39 | ფინანსები

მსოფლიო ბანკის გლობალური ეკონომიკური ზრდის პერსპექტივების ანგარიშის კომენტირებისას ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ ზრდის პროგნოზის გაუმჯობესება გატარებულ და დაგეგმილ რეფორმებს დაუკავშირა. 

მსოფლიო ბანკის შეფასებით, 2019 წელს საქართველოს ეკონომიკა 5.0 პროცენტამდე გაიზრდება, ხოლო მომდევნო წლებში საშუალო ზრდა 5.1 პროცენტი იქნება.


„ეს ნიშნავს, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები ენდობიან ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ და მმართველობით სისტემაში მიმდინარე რეფორმებს, რაც უზრუნველყოფს ქვეყნის ეკონომიკის სტაბილურ განვითარებას, მიუხედავად, ზოგადად, რეგიონში მიმდინარე პროცესებისა. მსოფლიო ბანკის შეფასება ადასტურებს, რომ საქართველოს ეკონომიკის ზრდა ერთ-ერთი ყველაზე მდგრადია რეგიონში. ჩვენი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და ეკონომიკური პოლიტიკა, გვაძლევს შესაძლებლობას, ეკონომიკური ზრდის ტენდენცია გაგრძელდეს მომავალ პერიოდშიც,“ - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.


შეგახსენებთ, მსოფლიო ბანკის განახლებული ანგარიშის თანახმად, 2019 წელს საქართველოს ეკონომიკა 5.0%-მდე გაიზრდება. მსოფლიო ბანკის შეფასებით, აღმოსავლეთ, ასევე, ცენტრალური ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის, საქართველოს ექნება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა შემდგომ წლებში.


სხვა სიახლეები