• Ƀ/$

ელექტრომობილების ინდუსტრიაში ავტომწარმოებლები $300 მლრდ-იან ინვესტიციას განახორციელებენ

10 იანვარი 16:00 | ტექნოლოგიები

ელექტრომობილების გაყიდვები სისტემეტურად იზრდება, იზრდება სექტორში ჩადებული ინვესტიციებიც რომელიც მომდევნო 5-10 წელიწადში $300 მლრდ-ს მიაღწევს.

აღნიშნული თანხის ნახევრაზე მეტი ჩინეთზე მოდის, სადაც 2017-2018 წლებში ყველაზე მეტი ელექტრომობილი გაიყიდა. უფრო მეტი ვიდრე ჯამურად დანარჩენ მსოფლიოში.


Tesla-სა და Nissan-ის გარდა ამბიციური გეგმები Volkswagen group-საც გააჩნია, რომელიც ბოლო დრომდე ამ მხრივ დიდი აქტიურობით არ გამოირჩეოდა და ძირითად აქცენტს შიდაწვისძრავიან მოდელებზე აკეთებდა, თუმცა დინამიკის ცვლილებამ გერმანული კონცერნი სერიოზულად დააფიქრა და პოლიტიკის გადაწყობა აიძულა.


ინვესტიციები მოიცავს როგორც საკუთრივ ელექტრომობილებისა და აკუმულატორების წარმოებას, ასევე დასამუხტი სადგურების გამართვას და კვლევებს რათა დამუხტვის დრო მაქსიმალურად შემცირდეს.


2018 წელს ელექტრომობილების გაყიდვებმა 2 მლნ-ს გადააჭარბა. მოთხოვნა მზარდია, რასაც ფასების კლება, სამთავრობო შეღავათები და ეკოლოგების აქტიობაც აძლიერებს. 2030 წლიდან ევროპის ქვეყნების დიდ ნაწილში შიდაწვისძრავიანი ავტომობილების გაყიდვა-წარმოება, 2040 წლიდან კი გადაადგილებაც იკრძალება.


მსგავს თემაზე:

ელექტრომობილი 20 წელიწადში დომინანტი გახდება


საქართველოში ელექტრომობილების წარმოება დაიწყება


Tesla-ს კვარტალურმა გაყიდვებმა 2017 წლის ჯამურ მაჩვენებელს 33%-ით გადააჭარბა


ახალი რეკორდი - ელექტრომობილების გაყიდვებმა 2 მლნ-ს გადააჭარბა


Tesla-ს თითოეული ელექტრომობილი $2000-ით გაიაფდება



სხვა სიახლეები