• Ƀ/$

სალომე ზურაბიშვილმა ხელფასზე უარი განაცხადა

11 იანვარი 17:32 | მედია ბიზნესისთვის - M2B

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 11 იანვრის პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მის საყოფაცხოვრებო ხარჯებს სრულად ყოფნის საფრანგეთში დანიშნული პენსია, რის გამოც ის პრეზიდენტის ხელფასზე უარს ამბობს.

საქართველოს პრეზიდენტის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო (დარიცხული) 6 900 ლარს შეადგენს.


ქართველი პოლიტიკური თანამდებობის პირებიდან არჩევის შემდეგ კუთვნილ ხელფასზე უარი თბილისის მერმა კახა კალაძემაც განაცხადა. სიმბოლურ 1 დოლარს შეადგენს აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ხელფასიც. 


სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტობის მოვალეობის შესრულებას, 16 დეკემბერს ინაუგურაციის მომენტიდან შეუდგა. 


სხვა სიახლეები