• Ƀ/$

პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველი ლეგალური კრიპტობირჟა გაიხსნა

15 იანვარი 10:32 | კრიპტოეკონომიკა

ბელარუსში, პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველი რეგულირებადი კრიპტობირჟა გაიხსნა. ბირჟა როგორც ბიტკოინებსა და ეთერიუმებს, ისე ოფიციალურ ვალუტებს მიიღებს.

ბელარუსის მაღალი ტექნოლოგიების პარკში სავაჭრო კრიპტოპლატფორმა Currency.com 15 იანვარს გაეშვა. ეს პირველი კრიპტობირჟაა, რომელიც ბელარუსის პრეზიდენტის მიერ ზელმოწერილი „ციფრული ეკონომიკის განვითარების შესახებ“ დეკერეტის ხელმოწერის შემდეგ გაიხსნა. დეკრეტი ძალაში 2018 წლის მარტში შევიდა.


„როსბიზნესკონსალტინგი“ ბირჟის წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერს, რომ კრიპტოპლატფორმის მთავარი ინვესტორი ორი ბელარუსული კომპანიაა, რომელთაც ახალ პლატფორმაში $10 მლნ ჩადეს.


სხვა სიახლეები