• Ƀ/$

მთავრობამ ბანკებისგან 60 მლნ ისესხა

15 იანვარი 13:45 | ფინანსები

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 2019 წლის 15 იანვარს,  20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა ხუთმა კომერციულმა ბანკმა მიიღო. მოთხოვნამ  70 250 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 6.960 პროცენტით, მაქსიმალური 6.970 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 6.968 პროცენტით განისაზღვრა.


იმავე დღეს მეორე აუქციონზე 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.


აუქციონში მონაწილეობა ოთხმა კომერციულმა ბანკმა მიიღო. მოთხოვნამ  77 150 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.220 პროცენტით, მაქსიმალური 7.310 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი  7.278 პროცენტით განისაზღვრა.


კუპონურმა საპროცენტო განაკვეთმა 7.250 პროცენტი შეადგინა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.


სხვა სიახლეები