• Ƀ/$

ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეთა რიცხვი გაიზარდა

28 იანვარი 12:16 | მედია ბიზნესისთვის - M2B

NDI-ს გამოკითხვების თანახმად ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერა იზრდება: ევროკავშირში წევრობას მოსახლეობის 83% უჭერს მხარს, ნატო-ს წევრობას კი 78% ემხრობა, რაც 2013 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 

ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერიდან მალე მკვეთრად შემცირდა, თუმცა მალევე კვლა გაიზარდა, ზრდის ტემპი დაჩქარდა უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ.


ევროკავშირის მოწინააღმდეგი ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ 9 პროცენტია, მათ შორის დიდ ქალაქებში 5%, სოფლებში 8%, თბილისში 9% და უმცირესობათა დასახლებებში 18%. ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით 18-34 წლამდე პირებში ევროგაერთიანების მომხრე 89 პროცენტია, მოწინააღმდეგე 5%, 35-54 წლამდე პირებში მოხრეთა რიცხვი 83%-მდე მცირდება, 55 წელს გადაცილებულ პირებში კი 78%-მდე. სქესობრივ ჭრილში ევროკავშირში გაწევრიანებიბ მომხრეა კაცების 85 და ქალების 82 პროცენტი.


თითქმის ანალოგიური სიტუაციაა ნატოსთან მიმართებაშიც. დასახლებული პუნქტების მიხედვით ყველაზე დიდი მხარდაჭერა ნატოს დიდ ქალაქებში აქვს 87%, ყველაზე მცირე - 48% უმცირესობათა დასახლებებში. 18-34 წლის პირებში ნატოში გაწევრიანებას გამოკითხულთა 85% ემხრობა, 55 წელს გადაცილებულებს შორის კი მხოლოდ 72%. ევროკავშირის მსგავსად ნატოში გაწევრიანებაც კაცებს უფრო. ალიანსის წევრობას კაცების 80 და ქალების 76% ემხრობა.


მსგავს თემაზე:

2019 წელს ნატო-საქართველოს ორი სხვადასხვა სამხედრო სწავლება გაიმართება


ევროკავშირმა რუსეთს სანქციები გაუხანგრძლივა


თავდაცვის ძალების ნატოსთან თავსებადობა გაიზრდება



სხვა სიახლეები