• Ƀ/$

ვენესუელას ახალი სანქციები დაუწესდა

29 იანვარი 10:54, 2019 წელი | მედია ბიზნესისთვის - M2B

ვენესუელის პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს რეჟიმზე საერთაშორისო წნეხი ძლიერდება. შეერთებულმა შტეტებმა ქვეყნის ერთ-ერთ მთავს სახელმწიფო ნავთობკომპანიას PDVSA-ს სანქციები დაუწესა და $7 მლრდ-ს აქტივები გაუყინა. 

სანქციები შეეხება ყველა იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირს ვინც ამ სანქციებს დაარღვევს და ნავთობის შესყიდვას განახორციელებს, მას საბანკო ანგარიშის გაყინვა ელის. 


ვენესუელა ნავთობის დამტკიცებული მარაგებით 300 მლრდ ბარელი, ყველაზე მდიდარია მსოფლოსი, ეს რიცხვი ირანის, რუსეთისა და აშშ-ის ჯამურ მაჩვენებელს აღემატება, მიუხედავად ამისა კარაკასი დღიურად 2 მლნ ბარელზე მეტის წარმოებას ვერ ახერხებს, მაშინ როცა 35 მლრდ ბარელის მქონე აშშ დღიურად 12 მლნ-ს აწარმოებს.


რეჟიმის შეცვლა დიდი ალბათობით ნავთობის მოპოვების ზრდას გამოიწვევს, რაც მის ფასს დააგდებს, ეს კიდევ ერთი მიზეზია, რის გამოც მოსკოვი მადუროს გადარჩენას ცდილობს. ბარელის $1-ით შემცირება რუსეთის ეკონომიკას დღიურად $5.1 მლნ-ით აზარალებს. იმ შემთხევაში თუ ფასი $30-ზე ჩამოვიდა, რაც უკვე მოხდა მცირე ხნით 2016 წელს, რუსეთის წლიური დანაკარგი $55 მლრდ-ს გადააჭარბებს.


პარალელურად ვენესუელაში გამოსვლები გრძელდება. უფრო მასშტაბური აქციები ოთხშაბათს და შაბათსაა დაგეგმილი, ოპოზიციის ლიდერმა ხუან გუადიომ, რომელსაც აშშ უჭერს მხარს არმიას გვერდში დგომას სთხოვა.


მსგავს თემაზე:

ხუან გუადიო ვენესუელის კანონიერ პრეზიდენტად ვაშინგტონის შემდეგ თბილისმაც აღიარა


ვენესუელაში ვითარება მწვავდება, გუადიოს მხარდამჭერთა რიცხვი იზრდება



სხვა სიახლეები