• Ƀ/$

Facebook 15 წლისაა

4 თებერვალი 14:47 | ტექნოლოგიები

ყველაზე ცნობილი სოციალური ქსელი Facebook იუბილარია. ის 2004 წლის 4 თებერვალს დაარსდა ლიდერის პოზიცია მალევე დაიკავა და მას შემდგომ აღარც დაუთმია.

ქსელი თავდაპირველად მხოლოდ საკომუნიკაციო, გასართობი მიზნით იყო ჩაფიქრებული, მაგრამ მან დამატებითი ფუნქციებიც შეიძინა. პოლიტიკოსებისა და ბიზნესების აბსოლუტურ უმრავლესობა ფეისბუქზე საკუთარი გვერდი გააჩნია, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელს თავიანთი პოლიტიკური გეგმების, ახალი პრიდუქტისა თუ ფასდაკლებების შესახებ აწვდიან ინფორმაციას. ფეისბუქზე ზიარდება ყველა ტიპის ნიუსი, იქნება ეს პოლიტიკური, ეკონომიკური, სპორტული, გასართობი თუ სამეცნიერო.


დღეს ფეისბუქზე მინიმუმ ღვეში ერთხელ 2.2 მლრდ ადამიანი შედი, რაც ინტერნეტმომხმარებელთა 57%-ს აღემატება. ფეისბუქის ყოველდღიურ მომხმარებელთა რიცხვი კი 1.5 მლრდ-ს აჭარბებს.


დადებითთან ერთად სულ უფრო იზრდება ფეისბუქის უარყოფით მხარეებზე აპელირება. ხაზი განსაკუთრებით 3 გარემოებას ესმება 1) პირდაპირი ურთიერთობების შემცირება 2) დროის კარგვა 3) ფეიკ ნიუსების გავრცელება.


2017 წელს კომპანიის შემოსავლებმა $40.6 მლრდ შეადგინა, წმინდა მოგებამ $15.9 მლრდ, აქტივების მოცულობამ კი $84.5 მლრდ. კომპანია პირდაპირ 30 000 ადამიანს ასაქმებს, ირიბად გაცილებით მეტს.


2018 წელი ფეისბუქისთვის სკანდალებით იყო სავსე. კრპტოვალუტის რეკლამის აკრძალვამ მისი აქციები მცირედით გააუფასურა, რასაც Cambidge Analytica-ს სკანდალი მოხდა, რომლის დროსაც 87 მლნ მომხმარებლის პერსონალური ინფორმაციის გასაჯაროების შესახებ გახდა ცნობილი. ფეისბუქის დამფუზნებელი მარკ ცუკერბერგი იძულებული გახდა სენატის წინაშე ბოდისი მოეხადა და 4 საათიანი დაკითხვისთვის გაეძლო. ამ დროს ფეისბუქის ღირებულება $95 მლრდ-ით შემცირდა. შემოსავლების მოსალოდნელზე ნაკლები ზრდის ანგარიშის გასაჯაროებამ კი $140 მლრდ-იანი ვარდნა გამოიწვია.


Facebook-ის კაპიტალიზაცია ამჟამად $476 მლრდ-ს შეადგენს, რაც გასული წლის ივლისთან შედარებით $124 მლრდ-ით ნაკლებია და 2017 წლის ივლისის მაჩვენებელს უთანაბრდება. თავად ბრენდი Facebook კი $89 მლრდ-დ არის შეფასებული.


მსგავს თემაზე:

Facebook რეგულაციების ქვეშ ექცევა


Facebook-მა რუსეთიდან და ირანიდან მმართველი დეზინფორმატორი კომპანიები გამოავლინა


FACEBOOK 2020 წლისთვის 100%-ით განახლებად ენერგიაზე გადადის


ევროკავშირი Facebook-ს მოგების ავტორებისთვის განაწილებას აიძულებს



სხვა სიახლეები