ტენდერი ქვეშეთი-კობის გვირაბის ასაშენებლად თებერვლის მეორე ნახევარში გამოცხადდება და ყველა დაინტერესებულ მხარეს ექნება საშუალება წინასწარ მოემზადოს მასში მონაწილეობის მისაღებად.
ქვეშეთი-კობის გვირაბი, როგორც ინფრასტრუქტურული, ისე საინჟინრო მნიშვნელობით გამორჩეულია - 9 კმ-იანი გვირაბის სიგანე 15 მეტრი იქნება, რაც საკმაოდ იშვიათია არამხოლოდ ამიერკავკასიაში, არამედ მსოფლიო მასშტაბით. ამ თვალსაზრისით, ქვეშეთი-კობის გვირაბი უდიდესი დიამეტრის მქონე გვირაბების ჩამონათვალში შევა.
ქვეშეთი-კობის მონაკვეთი, სატრანზიტო მნიშვნელობის ჩრდილო-სამხრეთის დერეფნის ნაწილია. გზა გადის რთულ გეოგრაფიულ მარშრუტზე და ზამთრის პერიოდში ხასიათდება დიდთოვლობით, რაც გზის ამ მონაკვეთზე ხშირ და ხანგრძლივ შეფერხებებს იწვევს. ქვეშეთი- კობის გზის მშენებლობა დაყოფილია 2 მონაკვეთად. ჯამში, დაგეგმილია 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის 23 კილომეტრამდე გზის, 6 ხიდისა და 5 გვირაბის მშენებლობა. ახალი გზა და 9 კმ-იანი გვირაბი მოაგვარებს დღეს არსებულ პრობლემებს და სატრანზიტო მიმოსვლა, წელიწადის ნებისმიერ დროს შეუფერხებლად იქნება შესაძლებელი.
მსგავს თემაზე:
ხევი-უბისას მონაკვეთზე 35 ხიდი და 18 გვირაბი აშენდება
კავკასიაში ყველაზე გრძელი, კობი-გუდაურის 7.5 კმ-იანი საბაგირო 19 იანვარს გაიხსნა
ბაგების საფეხმავლო ხიდის პარალელურად საავტომობილო ხიდი აშენდება