• Ƀ/$

ბულგარეთი რუსულ გაზს ნაწილობრივ აზერბაიჯანულით ჩაანაცვლებს

6 თებერვალი 14:07 | ეკონომიკა

ბულგარეთი–საბერძნეთის დამაკავშირებელი გაზსადენის მშენებლობაზე გამოცხადებულ 145 მლნ ევროს ღირებულების ტენდერში მონაწილეობის უფლება ხუთმა კომპანიამ და კონსორციუმმა მოიპოვა.

ამის შესახებ სააგენტო როიტერი წერს.


შერჩეულმა ორგანიზაციებმა თავიანთი წინადადებები შემდეგ თვეში უნდა წარადგინონ 182–კილომეტრიანი გაზსადენის მშენებლობაზე, რომლის დანიშნულებაც საბერძნეთიდან აზერბაიჯანული ბუნებრივი გაზის ბულგარეთში ტრანსპორტირება და ქვეყნის რუსულ გაზზე თითქმის სრულად დამოკიდებულების შემცირება იქნება.


ბულგარეთი საკუთარი მოხმარების დაახლოებით 30%–ს 2020 წლისთვის აზერბაიჯანული გაზით დააკმაყოფილებს, რომელიც ქვეყანას საქართველოს, თურქეთისა და საბერძნეთის ტერიტორიების გავლით მიეწოდება.


მსგავს თემაზე:

რუმინეთი „გაზის სამხრეთის დერეფანს“ მხარს უჭერს


ბულგარეთი აზერბაიჯანულ გაზს 2020 წლიდან მიიღებს


ბულგარეთის პრეზიდენტს რუსეთთან პირდაპირი გაზსადენით დაკავშირება სურს


ბულგარეთი და რუსეთი გაზსადენის უკრაინის გვერდის ავლით მშენებლობაზე შეთანხმდნენ



სხვა სიახლეები