ამ ეტაპზე, საერთაშორისო ტენდერი დასრულებულია და მიმდინარეობს შემოსული წინადადებების განხილვა. გამარჯვებული კონტრაქტორი კომპანია სამუშაოებს გაზაფხულზე დაიწყებს.
პროექტი ითვალისწინებს წყალარინების ხუთი ახალი გამწმენდი ნაგებობის მშენებლობასა და შემდგომ მის ექსპლუატაციაში გაშვებას.
2019 წელს კომპანია გუდაურში რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტის დაწყებას გეგმავს. კერძოდ, სასმელი წყლისა და კანალიზაციის თანამედროვე სისტემების მშენებლობას. ასევე, გუდაურის ხელოვნური რეზერვუარის წყლის შემვსებ სამუშაოებს.
გარდა ამისა, კომპანიამ წლის დასაწყისში გუდაურის ხელოვნური ტბის მოწყობისთვის საჭირო 11 მილიონი ლარზე მეტი ღირებულების სამუშაოები დაასრულა.
მსგავს თემაზე:
კავკასიაში ყველაზე გრძელი, კობი-გუდაურის 7.5 კმ-იანი საბაგირო 19 იანვარს გაიხსნა
ბაკურიანსა და გუდაურში განაშენიანება გენგეგმის მიხედვით განხორციელდება