• Ƀ/$

American Airlines-ის პილოტი სიმთვრალის ბრალდებით დააკავეს

8 თებერვალი 16:09 | მედია ბიზნესისთვის - M2B

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ავიაკომპანიის American Airlines-ის 62 წლის პილოტი, მანჩესტერში ალოჰოლური სიმთვრალის ბრალდებით დააკავეს.

პილოტის სახელი არ ხმაურდება. ის გირაოს საფუძველზე გათავისუფლდა. მომხადარის შესახებ მანჩესტერის პოლიცია წინასწარ იყო ინფორმირებული.


ინციდენტის გამო ფილადელფიის რეისი რამდენიმე საათით გადაიდო. ავიაკომპანიის განცხადებით გამოძიებასთან თანამშრომლობა გაგრძელდება.


American Airlines 1926 წელს ჩიკაგოში დაფუძნდა. ავიაკომპანია მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაში ყოველდღიურად 6700 ფრენას ახორციელებს. მგზავრთნაკადის რაოდენობა წელიწადში 200 მლნ-ს აღწევს. თანამშრომელთა რაოდენობა კი 122 ათასს შეადგენს. კომპანიის აქტივები $49 მლრდ-აა შეფასებული.


მსგავს თემაზე:

ქუთაისის აეროპორტს 6 ახალი ავიამიმართულება დაემატება


საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 25%-ით გაიზარდა


ქუთაისის აეროპორტის ახალი ტერმინალის გამტარუნარიანობა საათში 1200 მგზავრამდე გაიზრდება



სხვა სიახლეები