• Ƀ/$

გერმანიის ეკონომიკის მინისტრი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“–ს უჭერს მხარს

10 თებერვალი 16:23 | ეკონომიკა

გერმანიის ეკონომიკის მინისტრი პეტერ ალტმაიერი სადაო გაზსადენის „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ მშენებლობის მხარდამჭერ არგუმენტებს ასახელებს.

„ჯერ ერთი, ნებისმიერ ქვეყანას აქვს უფლება იმ პროექტებს თუ სავაჭრო ურთიერთობებს დაუჭიროს მხარი, რომლებიც სწორად მიაჩნია. „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ უპირველესად კერძო პროექტია, რომელსაც უკვე ბევრმა ქვეყანამ დაუჭირა მხარი“, – განაცხადა ალტმაიერმა ყოველკვირეულ გამოცემასთან Welt am Sonntag ინტერვიუში, რომელიც კვირას, 10 თებერვალს გამოიცა.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ გერმანიის მთავრობა სერიოზულად უდგება ევროპელი პარტნიორების შეშფოთებას „ჩრდილოეთის ნაკადი 2“–თან დაკავშირებით. „ევროკავშირმა გასულ კვირაში აჩვენა, რომ ამ საკითხთან მიმართებაში შეუძლია ერთსულოვნად მოქმედება. ფრანკო–გერმანული ერთობმა ამოქმედდა. ეს უმნიშვნელოვანესი შედეგია“, – განაცხადა გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა.

ალტმაიერი: გერმანია შანტაჟს არ ექვემდებარება

ალტმაიერის თქმით, ბოლო დროს ხშირად ისმოდა „იდეოლოგიურად მოტივირებული კრიტიკა აღნიშნულ პროექტთან მიმართებაში, რომელიც ასე მნიშვნელოვანია გერმანიის ენერგომომარაგებისათვის“ და მესამე ენერგოპროექტზე კომპრომისული გადაწყვეტილების მიღება „მძლავრი სიგნალია კრიტიკოსების მისამართით“.

აშშ–ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შენიშვნასთან დაკავშირებით, რომ ბერლინი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“–ის მშენებლობით თავს რუსეთზე დამოკიდებულად აქცევს, ქრისტიან–დემოკრატმა მინისტრმა განაცხადა: „ ჩვენ არასოდეს ვემორჩილებოდით შანტაჟს და ეს არც მომავალში მოხდება“.


მსგავს თემაზე:

„ჩრდილოეთის ნაკადი 2“–ის გამო აშშ გერმანულ ფირმებს სანქციებით დაემუქრა


აშშ-ის სენატში „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის შემაჩერებელი რეზოლუციის პროექტი შევიდა


"ჩრდილოეთის ნაკადი 2" რეგულაციების ქვეშ მოექცა



სხვა სიახლეები