• Ƀ/$

პარიზი Airbnb-ისგან €12.5 მლნ-ს ითხოვს

11 თებერვალი 13:29 | მედია ბიზნესისთვის - M2B

პარიზის მერია ბინების ონლაინ გაქირავების კომპანია Airbnb-ს უჩივის და დარღვევით განთავსებული განცხადებების გამო €12.5 მლნ-ს სთხოვს.

საფრანგეთის კანონმდებლობით გამარტივებული წესით ბინის გაქირავება წელიწადში 120 დღის გნმავლობაში შეიძლება. რეკლამაში მისამართი და სარეგისტრაციო ნომერი უნდა იყოს მითითებული.


საფრანგეთი Airbnb-ისთვის შეერთებული შტატების მერე სიდიდით მეორე ბაზარია. საიტზე 65 000 სახლია დარეგისტრირებული.


კონკურენციის დარღვევაში და მონოპოლიის ჩამოყალიბების მცდელობაში Airbnb ევროკავშირში ადრეც დაუდანაშაულებიათ.


Airbnb სკანდალში საქართველოსთან მიმართებაშიც გაეხვა, როდესაც საიტზე განცხადებები ოკუპირებული აფხაზეთიდანაც გამოჩნდა, რის შემდეგადაც ონლაინ გაქირავების კომპანიამ აღნიშნული განცხადებების წაშლის პირობა დადო.  


მსგავს თემაზე:

"დელტამ" საკუთარი პროდუქცია პარიზის სამხედრო გამოფენაზე წარადგინა


Air France პარიზი-თბილისის მიმართულებით იფრენს



სხვა სიახლეები