• Ƀ/$

მთავრობამ ბანკებისგან 60 მლნ ისესხა

12 თებერვალი 14:31 | ფინანსები

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 2019 წლის 12 თებერვალს, 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა ხუთმა კომერციულმა ბანკმა მიიღო. მოთხოვნამ  57 000 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 6.700 პროცენტით,  მაქსიმალური 6.840 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი  6.757 პროცენტით განისაზღვრა.


იმავე დღეს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდებიც გაიყიდა.


აუქციონში მონაწილეობა ოთხმა კომერციულმა ბანკმა მიიღო. მოთხოვნამ შეადგინა 63 385 000 ლარი მიიღო. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.020 პროცენტით, მაქსიმალური 7.060 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი  7.032 პროცენტით განისაზღვრა.


კუპონური საპროცენტო განაკვეთი 7.250 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.


სხვა სიახლეები