• Ƀ/$

შს მინისტრი თიბისი ბანკთან დაკავშირებით კითხვის ნიშნებს ვერ ხედავს

15 თებერვალი 12:05 | კომპანიები

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიას თიბისი ბანკთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე კითხვები არ აქვს.

ამის შესახებ გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს პარასკევს, 15 თებერვალს განუცხადა.


მისი თქმით, არ არსებობს ქვეყანაში ინსტიტუცია, რომელსაც მარეგულირებელზე უკეთესად შეიძლება ესმოდეს თიბისი ბანკის სისტემური მნიშვნელობა.


„ეს გახლავთ მარეგულირებლის მიერ ფინანსური ბაზრის რეგულაციის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილება და მე ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. თუ მეკითხებით როგორც ყოფილ ბიზნესომბუდსმენს, გიპასუხებთ, რომ თიბისი ბანკი არის სისტემური ბანკი ქვეყნისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაზე კარგად ესმის ეროვნულ ბანკს. არ არსებობს ქვეყანაში ინსტიტუცია, რომელსაც უკეთესად ესმოდეს თიბისი ბანკის სისტემური მნიშვნელობა, ვიდრე ეს არის რეგულატორი. ამიტომ აქ ვერანაირი კითხვის ნიშნები ვერ იქნება, მითუმეტეს ჩემი მხრიდან და აქ ჩემი კომენტარები, მაშინ როდესაც რეგულატორი თავის მანდატშია შესული აბსოლუტურად უადგილო და ზედმეტია“, - აღნიშნა შს მინისტრმა.


ეროვნულმა ბანკმა 14 თებერვალს განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს მამუკა ხაზარაძესა და მის მოადგილეს ბადრი ჯაფარიძეს ხელმოწერის უფლება უჩერდებოდათ, რაც 11 წლის წინანდელი საქმის გამოძიებას დაუკავშირა.


სების განცხადებას თიბისი ბანკმა განცხადებითვე უპასუხა, გადაწყვეტილების გასაჩივრება დააანონსა და აღნიშნა რომ ბანკს რაიმე სახის პრობლემები არ შეექმნებოდა.


მსგავს თემაზე:

საბანკო ასოციაცია „თიბისის“ საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს


მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს თიბისი ბანკში ხელმოწერის უფლება შეუჩერდათ


გიორგი ცუცქირიძე: „არ მგონია ვინმე თი ბი სი ბანკის „ჩაძირვას“ აპირებდეს“


თიბისი ბანკის აქციები ლონდონის ბირჟაზე დღევანდელი ფსკერიდან პლუსში გადავიდა



სხვა სიახლეები