• Ƀ/$

ისრაელმა მთვარეზე ზონდი გაგზავნა

22 თებერვალი 18:49 | ტექნოლოგიები

ისრაელმა მთვარეზე კოსმოსური ხომალდი „ბერშეთი“ (წარმოქმნა) მთვარეზე გაგზავნა, რომელიც ორბიტაზე კანაველარის კონცხიდან Space X-ის რაკეტის მეშვეობით გავიდა.

შეერთებული შტატების, საბჭოთა კავშირისა და ჩინეთის შემდეგ ტერიტორიით საქართველოზე 3.4-ჯერ პატარა 9 მლნ-იანი ისრაელი გახდა მეოთხე სახელმწიფო, რომელმაც მთვარის მიმართულებით კონტროლირებადი რობოტიზებული მისია გაგზავნა.


ზონდი 585 კგ-ს იწონის და ის მთვარის ზედაპირზე 11 აპრილს უნდა დაჯდეს. მთვარემდე მანძილი სულ 384 000 კილომეტრია და პირდაპირი რეისის შემთხვევაში ეს მანძილი 3 დღეში დაიფარებოდა, თუმცა ბერშეთი ჯერ დედამიწას შემოუვლის რამდენჯერმე, შემდეგ მთვარეს, რაც მოგზაურობის დროს გაახანგძლივებს.


პროექტის ავტორ იონათან ვაინტრობის განცხადებით მათ სურთ, რომ პატარა ისრაელი მთვარეზეც ჰქონდეთ.


ისრაელს წარმატებით დაწყებული კოსმოსური მისიის სტარტი ბაზ ოლდრინმა მიულოცა, რომელმაც 1969 წელს ნეილ არმსტრონგთან ერთად პირველად დადგა ფეხი მთვარეზე.


ზონდს მთვარეზე ბიბლიის, ისრაელის ჰიმნისა და ჰოლოკოსტს გადარჩენილ ადამიანთა ჩანაწერების ციფრული ვერსი მიაქვს. 


მსგავს თემაზე:

ინტერნეტის სიგნალს მთვარიდან მივიღებთ


იუპიტერის მთვარეების რაოდენობა 79-მდე გაიზარდა


მთვარეზე პირველი ტურისტი 2023 წელს გაემგზავრება



სხვა სიახლეები