• Ƀ/$

tesla model 3 გაიაფდა

1 მარტი 15:33 | ტექნოლოგიები

ელექტრომობილების ყველაზე პოპულარულმა მწარმოებელმა TESLA-მ, თავისი ყველაზე პოპულარული მოდელის model 3-ის ფასი მარტიდან $35 000-მდე შეამცირა.

model 3-ის ღირებულება თავიდანვე $35 000-ით იყო განსაზღვრული, მაგრამ გაყიდვების დაწყებიდან 1.5 წლის განმაქვლობაში რეაქლური ფასი დაპირებულს რამდენიმე ათასი დოლარით აღემატებოდა. კომპანიის დამფუძნებლის ილონ მასკის განცხადებით სხვაგვარად წარმოების გაგრძელება ვერ მოხერხდებოდა.


TESLA-ს ამჟამად 378 მაღაზია და სერვისცენტრი გააჩნია უახლოეს მომავალში მათი რაოდენობა მინიმუმამდე შემცირდება და მთავარი აქცენტი ონლაინგაყიდვებზე გაკეთდება, რაც კომპანიას თანხების დამატებით დაზოგვის საშუალებას მიცემს.


model 3-ის გაყიდვები 2017 წლის სექტემბერსი დაიწყო, თუმცა წლის ბოლომდე მხოლოდ 1800 ერთეულის წარმოება მოხერხდა. 2018 წელს კი ტესლამ 150 000-მდე model 3-ის რეალიზება შეძლო. დეკემბრის რეკორდული გაყიდვების შემდეგ იანვარში რეალიზაციის მაჩვენებელი მკვეთრად 74%-ით დაეცა, თუმცა იანვარი ყოველთვის მძიმე თვეა, გარდა ამისა გაყიდვები იწყება ჩინეთსა ევროპაში რამაც რეალიზაციის საერთო მაჩვენებელი მნიშვნელოვნად უნდა გაზარდოს.


tesla model 3-ის საბაზისო ვერსია ერთი დამუხტვით 350 კმ-ს ფარავს.


მსგავს თემაზე:

Tesla Model 3-ის გაყიდვები 74%-ით შემცირდა, მიზეზები და მოლოდინები


ელექტრომობილების რბოლაში ჩინეთი იმარჯვებს


Tesla model 3 ჩინურ ბაზარზე შედის



სხვა სიახლეები