• Ƀ/$

ბიზნესომბუდსმენი ანაკლიის პორტზე შუამდგომლობისთვის მზად არის

8 მარტი 15:49 | ეკონომიკა

ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ ანაკლიის პორტზე საუბრისას მამუკა ხაზარაძისთვის მთავრობასთან შუამდგომლობის მზადყოფნა გამოთქვა.

„ჩემთვის, როგორც ბიზნესომბუდსმენისთვის  საინტერესოა ანაკლიის პროექტის გარშემო შექმნილი ვითარება. როგორც საჯარო განცხადებებიდან ისმის ანაკლიის პროექტის შესრულების ვადები და სხვა საკითხები პრობლემური ხდება. თუ  პორტის პროექტზე მთავრობის მხრიდან მეტი მხარდაჭერაა საჭირო, მზად ვართ  მამუკა ხაზარაძეს ვუშუამდგომლოთ სახელმწიფოსთან“-ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენმა ანაკლიის პორტის პროექტის გარშემო შექმნილ ვითარებაზე საუბრისას განაცხადა.


კითხვაზე არის თუ არა  ამ პროცესში ბიზნესზე ზეწოლის ნიშნები, როგორ აფასებს ხაზარაძის განცხადებას მის წინააღმდეგ ორკესტირირებული შეტევისა და მუქარის წერილის შესახებ ირაკლი ლექვინაძე ამბობს-“შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ბ-ნი გახარია ან ბ-ნი ხაზარაძე მსგავი შინაარსის წერილებს წერენ. მძიმე ურთიერთბრალდებებია, რაც საჭიროებს სწრაფ და გამჭვირვალე გამოძიებას და ამაზე პროკურატურამ უნდა იმუშაოს.“


ირაკლი ლექვინაძის თქმით,  ასეთ საქმეებს მეტი ინფორმაცია და გამჭვრივალობა სჭირდება საზოგადეობაშიც, ბიზნეს წრეებშიც.


მსგავს თემაზე:

ანაკლიის სპეციალური ეკონომიკური ზონა $1.04 მლრდ ინვესტიციას მოიზიდავს


გიორგი გახარიამ ანაკლიის პორტს მხარდაჭერა გამოუცხადა


პრემიერ–მინისტრი ანაკლიის პორტს თავისი სტრატეგიის მნიშვნელოვან ნაწილად მიიჩნევს



სხვა სიახლეები