• Ƀ/$

Facebook-მა არსებობის ისტორიაში უდიდესი შეფერხება გადაიტანა

14 მარტი 09:55 | ტექნოლოგიები

Facebook-სა და Instagram-ზე წარმოქმნილმა ხარვეზმა, რომელიც უდიდესი იყო ისტორიაში, მთელი მსოფლიო მოიცვა. შეფერხება Facebook-ისა WhatsApp–ის მესენჯერებსაც შეეხო.

ამ დრომდე დაუდგენელია, რამ გამოიწვია სოციალური ქსელებისა და მესენჯერების გლობალური შეფერხება.


Facebook-ის ისტორიაში ეს ყველაზე დიდი შეფერხებაა მისი მთელი ისტორიის მანძილზე, რაც თითქმის მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდა.


ბოლოს ასეთი შეფერხება უდიდეს სოციალურ ქსელს 2008 წელს ჰქონდა, როდესაც მისი მომხმარებლების რაოდენობა 150 მლნ ადამიანს არ აჭარბებდა. დღეს ამ სოცქსელს 2,3 მლრდ მომხმარებელი ჰყავს.


„ჩვენ ვიცით, რომ ზოგიერთი ადამიანი Facebook-ის აპლიკაციებით სარგებლობისას პრობლემებს აწყდება, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. – ჩვენ ვმუშაობთ, რათა პრობლემა მაქსიმალურად მოკლე დროში აღმოვფხვრათ“.


მიუხედავად იმისა, რომ სოცქსელის მთავარი გვერდი ხელმისაწვდომი იყო, მომხმარებლები ამბობდნენ, რომ ვერაფერს აქვეყნებდნენ.


პრობლემებს ბიზნესიც წააწყდა


პრობლემები შეინიშნებოდა Facebook-ის პალიკაციაზე Workplace, რომელიც საქმიანი კომუნიკაციისთვის გამოიყენება.


BBC-სთან ინტერვიუში ბუენოს–აირესელმა დიზაინერმა რებეკა ბუკერმა თქვა, რომ ამ შეფერხებებმა მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა მის საქმეს.


„Facebook პირადი მოხმარებისთის – კიდევ გასაგებია. მაგრამ, რა ვქნათ, როდესაც ჩვენს საქმეში ასეთ მსხვილ კომპანიაზე ვართ დამოკიდებული? – ამბობს ის. – ვცდილობ ჩემს კომპანიასთან დაკავშირებას ნიუ–იორკში Workplace–ით, მაგრამ ეს შეუძლებელია. გვრჩება მხოლოდ ელექტრონული ფოსტა“.


Facebook–ზე შეფერხება იმ ფონზე მოხდა, როდესაც აშშ–სა და სხვა ქვეყნებში პოლიტიკური დებატები მიმდინარეობს Facebook–ისა და სხვა გლობალური კომპანიების შემადგენელ ნაწილებად დაშლაზე.


ელიზაბეტ უორენმა, რომელიც აშშ–ის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატიული პარტიის კანდიდატობას გეგმავს, New York Times–თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მას ძალიან აღელვებს ამ კომპანიების პოლიტიკური გავლენები და ეკონომიკური ძლევამოსილება.


სხვა სიახლეები