• Ƀ/$

საბანკო აქტივების მოცულობამ 38.9 მლრდ-ს მიაღწია

25 მარტი 19:30 | ფინანსები

2019 წლის პირველი მარტის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.

თებერვალში წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 116.9 მლნ ლარით, ანუ 0.3 პროცენტით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.5 პროცენტით შემცირდა) და 2019 წლის პირველი მარტისათვის 38.9 მლრდ ლარი შეადგინა.


საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 5.3 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 13.5 პროცენტია.


 


მსგავს თემაზე:

დეპოზიტების მოცულობა 319 მლნ-ით გაიზარდა


საბანკო სესხების მოცულობამ 26.5 მლრდ შეადგინა



სხვა სიახლეები