• Ƀ/$

Facebook აშშ-ის მთავრობას დახმარებას სთხოვს

1 აპრილი 10:45 | კომპანიები

ყველაზე პოპულარული სოცქსელის Facebook დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი აცხადებს, რომ მთავრობამ და მარეგულირებლებმა ინტერნეტ კონტენტის კონტროლში უფრო აქტიური როლი უნდა ითამაშონ.

„ვაშინგტონ პოსტში“ გამოქვეყნებული სტატიაში, Facebook- ის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მავნე ზეგავლენის მონიტორინგზე პასუხისმგებელი ამჟამად მხოლოდ კომპანიები არიან.


მან ხელიფუფლებას ახალი კანონების მიღებისკენ მოუწოდა, რომელთაც ინტერნეტ კონტენტი 4 მიმართულებით უნდა დაარეგულირონ: "მავნე შინაარსი, სამართლიანი არჩევნები, კონფიდენციალობა და მონაცემთა პორტაბელურობა".


აღნიშნული მიმართვა მომდინარეობს ახალ ზელანდიაში განხორციელებული ტერორისტული აქტიდან, როდესაც თავდამსხმელმა სოციალური ქსელი მისი დანაშაულებრივი ქმედების პირდაპირ ეთერში გადასაცემად გამოიყენა.


მარკ ცუკერბერგი აცხადებს, რომ უსაფრთხოების გაზრდის მიზნით, ახალი რეგულაციები ყველა სოციალური ქსელისთვის უნდა ამოქმედდეს.


სხვა სიახლეები