• Ƀ/$

პირველ კვარტალში ტურისტების რაოდენობა 5.1%-ით გაიზარდა

5 აპრილი 11:37 | ეკონომიკა

ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ მარტში 328 486 შეადგინა, რაც 2018 წლის მარტის მაჩვენებელზე 13 536-ით მეტია  (ზრდა +4.3%). ინფორმაცია ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიაწოდა.

2019 წლის მარტში  საქართველოში 619 325 საერთაშორისო მოგზაურთა  ვიზიტი შედგა,  ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +6.4%-ია.


პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან,  საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორთა  ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ: სლოვაკეთი +102.9%, ლატვია +82.1%, ჩეხეთი +76.3%, პოლონეთი +55.9%, ლიეტუვა +43.2%, გერმანია +31.3%


განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: შვეიცარია +154%, ისრაელი +73%, ჩინეთი +57.2%, ყაზახეთი  +50.1%, საუდის არაბეთი +34.1%და სხვა.


2019 წლის იანვარ-მარტში საქართველოში 1 617 548 საერთაშორისო  მოგზაურთა  ვიზიტი შედგა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +2.2%-ია. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ  882 130 შეადგინა, რაც 42 590-ით მეტია 2018 წლის იანვარ-მარტის მაჩვენებელზე (ზრდა +5.1%).


მსგავს თემაზე:

ტურიზმის ინფრასტრუქტურაზე 183 მლნ დაიხარჯება


ტურისტული გიდებისთვის ახალი პროგრამა ამოქმედდა



სხვა სიახლეები