• Ƀ/$

ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობისას უსაფრთხოების ნორმების დაცვას მონიტორინგის ჯგუფები დააკვირდებიან

15 აპრილი 14:11 | მედია ბიზნესისთვის - M2B

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრმა ჯანდაცვის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა. ცენტრის ხელმძღვანელმა ლაშა შალამბერიძემ მავნებელთან ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგია წარადგინა. 

ჯანმრთელობის დაცვისა და გარემოს დაცვის სპეციალისტებისგან დაკომპლექტებული მონიტორინგის ჯგუფის წევრების მონაწილეობით იმსჯელეს  უსაფრთხოების იმ ნორმებზე, რომელთა დაცვაც აუცილებელია მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარების პერიოდში.


აღნიშნული ჯგუფები ინტენსიურ  მონიტორინგს ახორციელებენ, სწავლობენ  მავნებლის საწინააღმდეგო წამლობის შედეგებს და მის გავლენას გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე.


შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ყველა პრევენციული ზომა იქნება მიღებული. საკოორდინაციო მართვის ცენტრში შექმნილია გზავნილების ახალი სისტემა, რომლის მეშვეობითაც   მოსახლეობას მიეწოდება ინფორმაცია დაგეგმილი წამლობებისა და შესაძლო რისკების თავიდან აცილების შესახებ.


მსგავს თემაზე:

აზიურ ფაროსანაზე შეწამლულ ბაღებში თხილის 84% გადარჩა, შუწამლავში 8%


აზიურ ფაროსანასთან და სოკოვან დაავადებათა საწინააღმდეგო ღონისძიებებზე 45 მლნ დაიხარჯება



სხვა სიახლეები